რამის სახლში შემოიჭრას თუთა,
რამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
რამის სახლში შემოვიდეს თუთა.
რამის წელზე შემომხვიოს ხელი.
რამდენი რამის გაკეთებას ვრამობ