ზანგის აზრი თეთრკანიანზე

როცა დავიბადე მე შავი ვიყავი.
როცა გავიზარდე, შავი ვიყავი.
როცა დიდხანს ვარ მზეზე შავი ვარ.
როცა მოვკვდები შავი ვიქნები.
თქვენ კი თეთრები:
როცა იბადებით– ვარდისფერი ხართ,
როცა გაიზრდებით– თეთრები,
როცა დიდხანს რჩებით მზეზე, წითლდებით,
როცა გცივათ–ლურჯდებით,
როცა გეშინიათ–ყვითლდებით,
როცა ცუდად ხართ–მწვანდებით,
როცა მოკვდებით–ნაცრისფერდებით.
და თქვენ მიწოდებთ ფერადკანიანს?