ბავშვობაში ხშირად ვიყავი გაძუყნულ დაჩმორებული, რო წამოვიზარდე უკვე, უნის მერე უკვე სერიოზული დისბალანსი გაჩნდა, მეგობრები და ფიზიკური ფორმა ბევრად უკეთესი მქონდა ვიდრე ჩემს პოტენციურ ოპონენტებს :დდდ, ფაქტიურად ათლეტი ვიყავი 30 წლამდე და კარიერაც რამაც თვითშეფასება დამიბუსტა და აღარასდროს აღარ მიდის ხელჩართულზე ხოლმე, დაძაბულობაში ვინმეს რომ მივაწვები ისინი ეგრევე ზადნის აძლევენ

(ეხლა ვიზუალურად მაქვს კუნთქები მარა ძაან მოსუსტებული და სტამინა განულებული ვარ :S )
ბოლოს დეკემბერში მქონდა პანიკა, სულ პირველად გაზი რო გაუშვეს და მაგრად დაგვაყარეს, აირწინაღმაც გაატარა, სათვალემაც, და იმენა პანიკამ მომიცვა, მენტალურადაც მაგრად იმოქმედა მაგრამ მეორე დღესვე გადავეწყვე და დავქამბექდი