მე ხუთოსანა ვიყავი და მაგრად მეკიდა დანარჩენი კლასი, ნუ კი ვმეგობრობდისავით, მაგრამ მაინც მეკიდა
მერე გავიგე, ჩემზე რაღაცეებს ჭორაობდნენ და მეწყინა

მერე ორმა გოგომ დახოცა ჩემთან მეგობრობის გამო ერთმანეთი
მერე საკონტროლოს დროს კლასელს არ გადავაწერინე, იმიტომ რომ ქვეშაჯვია ვიყავი და მეგონა ის აფთარი ქალი კლასიდან გამაგდებდა
მერე ძალიან გავქაჯდი და მასწავლებლები ვერ მიტანდნენ <3 რამდენიმეს ძალიან ვუყვარდი, ნორმალურებს

სულ შატალოზე დავდიოდი, პირველ სართულზე გისოსები ჰქონდა სკოლას, მე ტოჩკა ვიცოდი, გადავწევდი ამ გისოსს და პირველი სართულიდან ვხტებოდი
მერე სახურავზე ვძვრებოდით და ქვევიდან წივილ-კივილით გავგდებდნენ
მერე დირექტორს გავექეცი და ვაჟა-ფშაველას კვარტლებში ვარბენინე მანქანით
დამრიგებელს საზიზღარი ლექსი დავუწერე
რამდენიმე ბიჭი ვერ მიტანდა, დამსდევდნენ და საზიზღარ რამეებს მეუბნებოდნენ, ეგენიც მეკიდა
ჰო, კიდევ 6-7-8 კლასებში ერთი უფროსკლასელი "მიყვარდა" :დ პროსტა ვუყურებდი და მიყვარდა
დღემდე არ ვიცნობ
მეთერთმეტე კლასში თმა შევიღებე წინ ერთი თმა რა :დ წიკვინა ქართულის მასწი მყავდა: "ახლა ვერავინ დამაჯერებს, რომ თმა შეღებილი არ გაქვს"
მაქვს მეთქი ^_^ მოკეტა ეგრევე
დედაჩემის ფილოლოგია და თემებს სულ ეგ მიწერდა, თან სხვადასხვა წიგნებს გადმოალაგებდა და სერიოზულ ნაშრომებს მატანდა. ბოლო წელს ამ წიკვინასთან რომ მოხვდი, 3-იანი არ მგლიჯა ერთ სათუთ თემაში? თავიდან დაწერეო. დედას ხო არ ვეტყოდი და ცხოვრებაში პირველად თუ მეორედ ჩემით ვიბჟუტურე რაღაც. მოეწონა. აი ეს არის თემაო. მეთქი წინა კრიტიკოსების ნაშრომების მიხედვით იყო დაწერელი, ეს ჩემი ნაბოდვარია და ეს უფრო როგორ მოგეწონა მეთქი
გაშავდა და ყვირილი დამიწყო

ჰო, კიდევ კლასიდან რამდენიმე დაქალი მომყვება
კიდევ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ზოგს მართალია დღემდე ნივიჟუს ვუტყამ, იმიტომ რომ უცხვირპირო ვარ
მაგრამ ნიჩიო

ჯამში კარგები იყვნენ
падать не страшно, страшно никогда не летать.. ))
Did I tell you how divinely and utterly happy I am?