Tamuna-Tamoლექსი რომ მთხოვე
ნეტავ სხვა ვიყო…
უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან…
ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს…
მინდა შეგეძლოს,
ამომშალო შენი გულიდან…
მაგრამ, ვერასდროს გაამთელებ გულის ნაპრალებს…
მე შენში ვცოცხლობ,
უჩემობა ვიცი ძნელია….
წვიმის წვეთებად დაეკიდა სევდას ცრემლები…
შენი სიცოცხლე,
სიყვარულზე უფრო ბევრია…
ალბათ, ამიტომ შენს სიცოცხლეს ასე ვევლები…
ნატრობ სხვა ვიყო,
გადაშლიდი წარსულს ახალით…
და ყოველ დილით, მიართმევდი ვარდებს ალიონს…
ვარდებს, რომელიც უჩემობით არის გამხმარი…
ვარდებს, რომელიც დამიჯერე ჩემი ბრალია…
ნეტავ სხვა ვიყო,
დამიშლიდი შენზე ოცნებას…
უშენოდ ისევ გადამრევდა სევდა, ფიქრები…
ზამთარი ისევ,
ჩვენს გულებში დაიმორცხვებდა…
მაგრამ სხვა არ ვარ,
და არასდროს, სხვა არ ვიქნები.

გოგომ გახსნა თემა და
31 წევრი ათვალიერებს ამ თემას (5 სტუმარი და 8 უჩინარი წევრი)
18 წევრი: M_A_D_R_I_D_I_S_T_A, catalonieli, goglikaaa, Gi_OrKi, BaTTleField, Coach, bonsai, chele23, beitali, Vako_Barca, generalzod, GusGus, Krekera17, brevаlo, ganjina, Tamuna-Tamo, yurmetal, Booom



This post has been edited by პითონი on 4 Dec 2014, 23:36