Eireneსამწუხაროდ მასწავლებელი არ მყავს, მაგრამ ჩემით ვსწავლობ უკვე დიდიხანია...
რამოდენიმე რჩევას მოგცემ:
თავიდან როდესაც სეიოზულად მოვკიდე ხელი, რაღაც მცირე ცოდნა მქონდა უკვე კომუნიკაციისთვის.
თავიდან მარტივად მიდიოდა ყველაფერი. თითქოსდა სიტყვა ინგლისურად და იგივე სიტყვა ქართულად, მაგრამ თანდათან უფრო გართულდა ყველაფერი..
უფრო სწორედ, რომ არ მოგატყუო, რუსულ ლექსიკონს ვიყენებდი როდესაც ვსწავლობდი...
თანდათან მხვდებოდა ისეთი სიტყვები, რომელსაც რუსულად ძალიან ბევრი მნიშვნელობა ქონდა და პირიქით.. ანუ ერთ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა ქონდა და ბევრ სიტყვას ერთი მნიშვნელობა და გადამეხლართა ყველაფერი..
შემდეგ კი გავაგრძელე ინგლისურ ინგლისური ლექსიკონით სწავლა და ამან გამიადვილა საქმე...
ანუ რა ხდება:
ქართულ ლექსიკონში გვაქვს სიტყვა და ამ სიტყვისავე ქართული განმარტება.
მაგალითად:
გადაადგილება - ადგილმდებარეობის ცვლა.
ასევე ინგლისურშიც არსებობს მზგავსი ლექსიკონი.
სიტყვა და ამავე სიტყვის ინგლისური განმარტება..
აღმოვაჩინე, რომ ინგლისურში არსებობს სიტყვები, რომლებიც ნაწილობრივ ჯდება ქართულ განმარტებაში და ნაწილობრივ არ ჯდება...
ასევე რათქმაუნდა ინგლისურში სინონიმებიც ბევრი მოიპოვება. ასევე იდიომებითაც უყვართ საუბარი მაგ ხალხს.. ერთი სიტყვით გირჩევ, რომ თუ გაქვს გარკვეული ცოდნა, მაშ ინგლისურ ინგლისური ლექსიკონით დაიწყო სწავლა. მე პირადად thefreedictionary.com მომწონს. ასევე სლენგი თუ შეგხვდა და ვერ მიხვდი მნიშვნელობა, www.urbandictionary.com/არის კარგი ვარიანტი... თან იკითხე ინგლისურად წიგნები.. რაღაც სტატია წაიკითხე ინტერნეტში. არ შეგეზაროს უცხო სიტყვის ამოწერა ბლოკნოტში. გადახედავ ხოლმე თავისუფალ დროს და თავისით დაგამახსოვრდება ნელ-ნელა... ფილმები გადმოიწერე ინგლისურად და სუბტიტრებიც მოაყოლე ამ ფილმისთვის ცალკე. უყურე ფილმს ბოლომდე და შემდეგ გადახედე სუბტიტრებს. იმ მომენტებს, რომელშიც ვერ მიხვდი თუ რა ითქვა.. ძალიან სწრაფად საუბროენ და გაგიჭირდება სიტყვების დაჭერა რათქმაუნდა.. მაგას კი არა და მე ხანდახან ზოგის ქართულ საუბარს ვერ ვხდები..

არაუშავს.. შეჩვევაა მაინც ყველაფერი.. შენაც შეეჩვევი.. მთავარია ხელი არ ჩაიქნიო... მიაწექი პირველ ჩვენებას.. დრო სჭირდება ამას. ერთ დღეზე ვერ ისწავლი.. მე ყოველ დღე რაღაც სიტყვას ვიმახსოვრებ ინდლისურად და არ ილევა ეს უცხო სიტყვები მაინც.. სადღაც 2 წელია ჩემს პონტში ვკითხულობ ჩემს პონტში რაღაცეებს ინგლისურად და ფილმებს უყურებ.. აშკარად დავხვეწე, მაგრამ არ ვჩერდები და მინდა უფრო კარგად ვისწავლო.. გრამატიკაზეც ვკითხულობ ხოლმე რაღაც მასალას, მაგრამ მაინც მაქვს შეცდომები.. მასწავლებელთან ვერაფრით მივედი.. უახლოეს მომავალში მოვამთავრებ ჩემს საქმეებს და საქართველოში როდესაც ჩამოვალ, აუცილებლად უნდა მოვძებნო მასწავლებელი, რომ გრამატიკაში ხელი წამომიკრას.. სიტყვები კი ალბათ მასწავლებელზე ბევრი მეცოდინება..
რათქმაუნდა პრაქტიკაც მნიშვნელოვანია.. ინტერნეტში გაეცანი ვინმეს ინგლისურად მოლაარაკეს და ესაუბრე ხოლმე.. ახალ სიტყვას როდესაც ისწავლი, გამოიყენე მასთან საუბარში და დახვეწავ...
წარმატებები...
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.