Future>ჰო, მინდოდა მეთქვა, მაგრამ აღარ გითხარი.
გუგლ-თრანსლეითივითივით გამოდის თარგმანი, როცა:
1. საკუთარ ენაში არ გაქვს ფრთები გაშლილი;
2. თარგმანის ენაზე შესაბამისი ფორმა უპოვო დედანს კი არა, შინაარსი ვერ გიპოვია.
ზოგს ჰგონია, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები, მათ შორის - ენების სწავლა, არ მოითხოვს ლოგიკურ და, თუნდაც, მათემატიკურ უნარებს, მაგრამ ასე არ არის.
ენაც და სათარგმნი ტექსტიც ისე უნდა ხსნა, როგორც ამოცანა.
დახმარება იმიტომ გითხარი, რომ სწორი მიმართულებით მუშაობა აკლდა თარგმანს და ამის თქმა არ მინდოდა, თორემ რა არის დასახმარებელი მანდ. უნდა დაჯდე და იმუშაო.
და კიდევ, როცა ტერმინოლოგიაზე მუშაობ, მხოლოდ ენები კი არა, ის სფერო უნდა იცოდე. იცოდე რა, უნდა ერკვეოდე პარალელურად, თუ არ იცი.
სფეციფიკური ტერმინოლოგიით დატვირთული ტექსტები ენის ნაკლებად მცოდნემ, მაგრამ დარგის სპეციალიტმა უფრო უკეთ თარგმნოს შეიძლება, თუ სწორად იმუშავა, ვიდრე ენის თუნდაც ძალიან კარგად მცოდნე, მაგრამ დარგის სპეციფიკაში ჩაუხედავმა და შესაბამისად ტექსტის შინაარსში გაურკვეველმა ადამიანმა.
თუ ენის ცოდნის დონეც დაბალია, მაშინ საერთოდ...
მანდ მთლიანობაში ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ცალკე ტერმინი რომ გხვდება, იმის იქით რა იცი რა დგას.
პრაფესორი ლინგვისტები თარგმნიან იურიდიულ დოკუმენტებს მაგრად
აჰა, დაგეხმარე უფულოდ.
This post has been edited by Freya1 on 21 Dec 2014, 21:48