wf28
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 794
წევრი No.: 84314
რეგისტრ.: 10-February 09
|
#43133422 · 11 Dec 2014, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
◊კარგი თვალით უყურებს კარგად ეპყრობა, ენდობა, სწყალობს. ◊ კარგი არ დაეყრება ცუდი რამ მოუვა, ცუდ დღეში ჩავარდება. «არც იმ... ნოქარს დაჰყრია კარგი დღე» – სიცილით უთხრა გივის პაატამ (რ. გვეტ.). ◊ კარგი დაგემართოს! (კარგი მოგეცეს!) ჩართული გამონათქვამია: გისურვებ ისეთსავე კარგ რასმე, როგორიც ისაა, რაზედაც ლაპარაკია. ◊ კარგი პირი უჩანს ჩანს, რომ კარგი იქნება, ეტყობა, რომ სასურველი მიმდინარეობა ან ბოლო ექნება. კოლმეურნეობაში პურეულის მოსავალს კარგი პირი უჩანს («კომ.»). ◊ კარგებს უთავაზებს (წაჰკრავს...) საუბ. ლაზათიანად მიბეგვავს, მიარტყამს. ამ მოგონებით გაგულისებული ტურიკო კარგებსაც უთავაზებდა თოლიას (ი. ელეფთ.). არ ჩნდება ჩემთვის მოკეთე..., კარგები წამკრას კისერში უკეთურს ვნების ამყოლსა! (ვაჟა). ◊ კარგი შემთხვევა ხელსაყრელი, მარჯვე შემთხვევა. პოლკოვნიკმა... ისარგებლა კარგი შემთხვევით, მოინდომა საქმის გაკეთება (დ. კლდ.). ◊ კარგი ყმა სახელოვანი ვაჟკაცი, გმირი. კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება სწორების ჯობინობაში, გონჯი-კი ბოსლის ბოლოში, ქალების ლოდინობაში (ხალს.). 2. სიკეთე. კარგი ქენი, ქვას დადევი, გაიარე, წინ დაგხვდება (ხალხ.). ავი არ მაკადრიანო, კარგი არ მაღირსიანო (ანდაზა). ძნელი საფიქრებელია, რომ სადმე ანუ როდისმე ადამიანი ცუდისათვის მომზადებული იყოს და კარგისათვის-კი მოუმზადებელი (ილია). «კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია» (რუსთაველი). 3. საკმაოდ, მნიშვნელოვნად, კარგა (მნიშვ. 1). [ვენახს] გარშემო კარგი მაღალი... ღობე ჰქონდა შემოვლებული (ნ. ლომ.). თვიურად კარგი ჯამაგირი შემომქონდა სახლში (ი. ეკალ.). კარგი მანძილი მქონდა გასავლელი (ი. მაჭავ. თარგმ.). გაიარა კარგმა ხანმა, სადილობა გადავიდა (ა. ყაზბ.). ეს ცნობა მართალი უნდა იყოს და კარგი ძველი წყაროდან ამოღებული ჩანს (ივ. ჯავახ.). 4. კეთილი! ჰო! დაე, ეგრე იყოს! «მოგშორდე? კარგი, შენი ნებაა!» (აკაკი). [სვიმონი] მივიდა ახლოს მათიასთან და გადაწყვეტით უთხრა: «კარგი, წამოვალ!» (ა. ყაზბ.). ◊ კარგი და პატიოსანი! სიტყვის მასალაა; იგივეა, რაც კარგი (მნიშვ. 4). ჩვეულებრივ ითქმის: კეთილი და პატიოსანი! (იხ.). «ძალიან კარგი და პატიოსანი, აბა გვითხარ სად, როგორ [ვიშოვით საზრდოს]?» – შეეკითხა ხალხი (თ. რაზიკ.). 5. ახ. მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ნიშანი – ფრიად დამაკმაყოფილებელზე ერთი ნიშნით ნაკლები, – ოთხიანი. ხუთი დღის განმავლობაში 4.880 ნიშანი დაიწერა; დაწერილი ნიშნების 67 პროცენტს ფრიადები და კარგები შეადგენს («სახალხო განათლ.»). 6. ზმნისართის მნიშვნ. კმარა, გეყოფა! «ეს რა ვნახე, თქვენი ჭირიმეთ!» – «კარგი, ნუღარ მომაგონე!» (ილია). სუუ, კარგი!» – წამოიძახა მახარემ და რისხვით შეხედა პატარას (შ. დად.). ◊ კარგი ერთი (და) საუბ. იგივეა, რაც კარგი (მნიშვ. 6). კარგად, კარგადა ზმნს. 1. ისე, როგორც საჭიროა, სასურველად, მოსაწონად. კარგად დაწერილი.– კარგად დამუშავებული.– ნათესის კარგად მოვლა.– ბაღის კარგად დამუშავება.– გაკვეთილის კარგად ახსნა. – «შენც არ მომიკვდე, ლუარსაბ, კარგად გაკეთებულ ჩიხირთმას ბოზბაში არა სჯობდეს!» (ილია). [ვანო] ცდილობდა კარგად ვსწავლა (ი. გოგებ.). საქმე კარგად წავიდა (დ. კლდ.). «იქიდან ყველა კარგადა ჩანს» (ი. მაჩაბ. თარგმ.). 2. ჯანმრთელად. კარგად ყოფნა. – ავადმყოფი უკვე კარგად არის. – «ოღონდ შენ მყავდე კარგად, თორემ მე არა მიშავს-რა!» [უპასუხა ცალთვალამ არსენას] (მ. ჯავახ.). კარგი კარგ-ი (კარგისა) 1 ისეთი, როგორიც საჭიროა, საჭირო თვისების მქონე, საჭირო ღირსებისა, – სასურველი, მოსაწონი (საპირისპ. ცუდი, გონჯი, უხეირო, ავი). კარგი კაცი.– კარგი ამხანაგი. – კარგი მოქალაქე.– კარგი მუშაკი.– კარგი მასწავლებელი.– კარგი მოწაფე.– კარგი ყმაწვილი.– კარგი ცხენი. – კარგი ბოსტანი.– კარგი მოსავალი.– კარგი გზა.– კარგი ამინდი.– კარგი წიგნი.– კარგი სიტყვა-პასუხი.– კარგი ჩვეულება.– კარგი ხასიათი.– კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარიაო (ანდაზა). კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო (ხალხ.). კარგ მთქმელსა კარგი გამგონე უნდაო (ხალხ.). კარგი ხარ თუ ავი ხარ, მე კი არას მარგიხარო (ხალხ.). კარგია ახალგაზრდობა, მშვენებით აყვავებული (ბაჩ.). გაქებდნენ, კარგი ყოფილხარ, კარგი გქონია მარჯვენა! (ვაჟა). ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი! (ვაჟა). კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების (საბა). კარგი ვაჟკაცი ყოველთვის პატივსადებია (ვ. ბარნ.). ზემო-იმერეთში ბევრი კარგი სოფელია (აკაკი). ყმაწვილსა კარგი სწავლითა სახლი გაუხარებია (ი. გოგებ.). ბაძი კარგია ზოგჯერ... (ილია). თუ-კი რამ კარგი გადამრჩენია, ისიც სამშობლოს დროშად ანთია (ი. გრიშ.). «გატყობ, თვალებში გატყობ, კარგი ამბავი რამ მოგსვლია» (ი. მაჩაბ. თარგმ.). დეკემბერი იყო, მაგრამ კარგი დარი იდგა (ე. ნინოშ.). ◊ კარგი ამინდი დაუდგება გადატ. კარგად წაუვა საქმე. ამ სეზონში ჩვენს ქართულ თეატრს თითქო კარგი ამინდი დაუდგა (ილია). ◊ კარგი გუნება სულიერი განწყობილება, რომელიც ხასიათდება კმაყოფილების, სიამოვნების განცდით. ხალხი შეზარხოშდა, აჟიჟინდა, კარგ გუნებაზე დადგა (ვ. ბარნ.). ◊ კარგი თვალი ცრუმორწ. თვალი, რომლის შეხედვას ვითომცდა სიკეთე მოაქვს. კოსტას სწამდა, რომ სავრახარდა ნავსი არ იყო და კარგი თვალი ჰქონდა (ს. კლდ.).
კეთილ-ი (კეთილისა) 1. სხვისათვის კარგის მსურველი, კარგი გულისა, სათნო (საპირისპ. ბოროტი). კეთილი ძია.– კეთილი აღმზრდელი.– კეთილმა ბერიკაცმა გულნაკლულად ჩაიცინა (ილია). ძია ესტატე მეტის მეტად კეთილი, სათნო ადამიანი იყო (ვაჟა). || კარგი, სასიკეთო. რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი?! (გ. ორბ.). «გულს მომეშვა ამ აღსარებისაგან, კეთილ გუნებაზე დავდექი» (ნ. ლორთქ.). კეთილ გზაზე დაგაყენებ, ვინძლო, ძმაო, ზედ იარო! (ი. დავით.). ◊ კეთილი კარგი! ასე იყოს| თანახმა ვარ! «კეთილი, კეთილი!» – წამოიძახა პორფირიმ (დ. კლდ.). ◊ კეთილი და პატიოსანი! ძალიან კარგი! «კეთილი და პატიოსანი!» – მოიწონა ოძელაშვილმა (მ. ჯავახ.). «კეთილი და პატიოსანი! ეს რაღა სიმღერაა?» (აკაკი). 2. სახ. არს. სიკეთე, კარგი რამ. «შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი!» (ილია). ადამიანს სინდისი აქვს, რომელიც კეთილისათვის აჯილდოვებს და ბოროტისათვის სჯის (ი.გოგებ.). რომ კეთილმა საბოლოოდ სძლიოს ბოროტს, ამირანის მხურვალე გულს ჩაიდგამენ (ი. ნონეშ.). 3. მოკეთე, მოყვარე, ახლობელი. ნიშნობის ღამეს მოუპატიჟებია თავისი კეთილები (ე. ნინოშ.). კეთილად ზმნს. სათნოდ. || კარგად, სასიკეთოდ. «მიხარის, რომ ასე კეთილად გათავდა ყველაფერი!» (შ. არაგვ.). «გისურვებთ გამარჯვებას, კეთილად დაბრუნებას!» (ს. შანშ.). კეთილინებებს კეთილ-ინებებ-ს (კეთილ-ინება, კეთილ-უნებებია) პატივც. გრდმ. ისურვებს, მოინდომებს, ინებებს. თუ თქვენი მაღალაღმატებულება კეთილ-ინებებს..., რომ რომელიმე საგანი, აქ ხსენებული, უფრო ვრცლად ახსნილი იყოს და ამასთან უფრო გარკვევით ნაჩვენები იყოს მიზეზი, ...თავადაზნაურობა... მზად იქნება ერთისაცა და მეორისათვისაცაო (ილია). || ახლა ჩვეულებრივ იხმარება ირონიულად ან ერთგვარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად. «კეთილ-ინებეთ და დაუყოვნებლივ გააკეთეთ ყოვილივე, რაც საჭიროა!» («კომ.»). კეთილისმყოფი კეთილისმყოფ-ი (კეთილისმყოფისა) იგივეა, რაც კეთილისმყოფელი. «შენი კეთილისმყოფი გაბრიელი ვარ» (ილია). ერთი რამ აწუხებდა როგორც მაროს, ისე მის კეთილისმყოფთ (ნ. ლომ.). კეთილისმყოფლობა კეთილისმყოფლობა (კეთილისმყოფლობისა) კეთილისმყოფლის მოქმედება, კარგი რისამე გაკეთება ვინმესთვის. «მადლობელი გახლავართ კეთილისმყოფლობისათვის!» (ზ. ანტონ.).
ჩვენი ენა ქურთული
|