დინამიკები არ მაქ და ამას რეპავთ?
გოგონა წამოიზარდა. დედა უსაზღვროდ იყო შეყვარებული ბავშვზე. არაფერს აკლებდა. არასოდეს უყვირია მისთვის, მხოლოდ ერთხელ, ნინამ დაინახა როგორ ტიროდა დედა როცა გულზე დაკიდებულ ნიჟარას ეფერებოდა. მივიდა, გამოართვა, იატაკზე დააგდო და გატეხა. პატარა იყო, ვერ ხვდებოდა… უნდოდა დედისთვის ცრემლის მომგვრელი ნივთი გაენადგურებინა… დედის გულიც ნიჟარის მსგავსად ათას ნამსხვრევად იქცა… გოგონას თმაში წაავლო ხელი უყვირა და სასტიკად სცემა. ბავშვი ატირდა. გული ამოუჯდა. დედამ კი კარი გაიხურა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
გოგონა სახლიდან გაიქცა…
ოთახში ჩაკეტილი დედა მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, სწრაფად გამოვიდა ოთახში, მაგრამ გოგონა იქ აღარ დახვდა…
აფორიაქდა…
ისევ მარტო დარჩა…
სახლიდან გავიდა და მისი ძებნა დაიწყო…
მზე ჩადიოდა…
გოგონა სანაპიროზე იჯდა…
თავი მუხლებზე ედო…
ტიროდა…
დედამ შორიდანვე დაუძახა:
-ნინა!…
-დედა?-აღტაცებული წამოხტა გოგონა და მობრუნდა.
-მაპატიე ნინა…-გოგონა გაიქცა და ქალს მთელი ძალით მიეწება. დედა ისევ ატირდა. გოგონამ დედას ხელის გულზე ნიჟარა დაუდო, უფრო ლამაზი ვიდრე ძველი.
-აღარ იტირო დედა, ახალი მოგიტანე…-ქალი უფრო ხმამაღლა განწირული ნადირივით აღრიალდა და ბავშვიც უფრო ძლიერად მიიკრა გულზე, ისე რომ კინარამ სუნთქვა გაუჩერა…
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტორი: მადამ ფისუნია