25. მეგობრები – ნინო, მარი, თინა – და მათი ძმები – ანდრო, ვანო, ლევანი – წყვილებად თამაშობენ ბადმინტონს.
თითოეულ წყვილში ერთი ბიჭი და ერთი გოგონაა, ამასთან, არც ერთ წყვილში არ არის და-ძმა. ცნობილია:
ერთ-ერთ წყვილში თამაშობენ ანდრო და ლევანის და.
ერთ-ერთ წყვილში თამაშობენ ნინოს ძმა და ვანოს და.
ერთ-ერთ წყვილში თამაშობენ მარის ძმა და ანდროს და.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებელი, თუ ეს ცნობები სწორია?
ა) ნინოს მეწყვილეა ვანო;
ბ) მარის მეწყვილეა ვანო;
გ) თინას მეწყვილეა ანდრო;
დ) მარის მეწყვილეა ლევანი;
ე) ნინოს მეწყვილეა ლევანი.
2020 უნარების ლოგიკის ტესტი გავაკეთე ახლა (ვიცი, ნაგარი მოცლილი ვარ

)
ხოდა ეს ვერ ამოვხსენი. საერთოდ ვერ გავიგე როგორ მივუდგე და ვინც ჩემსავით მოცლილია იქნებ ცადოს და ახსნას