dato:)ანუ არსებობს უმაღლესი პროფესიული სასწავლებლები და ჩვეულებრივი, მაგაში ხო არ გეშლება? იმიტომ რომ 1 წლის წინ გამიყვანეს ექსტერნებზე პროფის დიპლომი არ გამოგადგებაო უნდა გახვიდეო და ვერ ჩავაბარე და შემდეგზე სცადეო. აი მინაწერსაც დავდებ რას ჩალიჩობენ კაცურად ამიხსენი რა, არი რამე შანსი რო პროფის დიპლომი გამომადგეს რამეში ამჟამად?
მე: სალამი, თამარ სანიკიძის გაკეთებულ განცხადებაზე მაინტერესებს ინფორმაცია, რომელიც ამ ვიდეოშია
https://www.youtube.com/watch?v=pLoqp2kur3c#t=456 7:30-დან, ანუ შესაძლებელი გახდება პროფესიული კოლეჯის დიპლომით უმაღლესში ჩაბარება? და როდისაა ზუსტად განათლების მთლიანი სტრატეგიის განხილვა?03.05.2014
მე: შეკითხვაზე რატომ არ მპასუხობთ? 04.05.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: როგორც მინისტრი აღნიშნავს, მაისის თვიდან დაიწყება ამ საკითხის განხილვა. ამ ეტაპზე უმაღლესში ჩასაბარებლად პირს ეჭირდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი 05.05.2014
მე: მადლობთ ველოდები თქვენს გვერდზე სიახლეებს 05.05.2014
მე: უკაცრავად შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ვერაფერი ვნახე განხილული. რაიმე ძვრა არის ამ საკითხთან დაკავშირებით? ამ წელს თუ არა შემდეგ წელს მაინც შეიცვლება რამე? 15.10.2014
მე: უკაცრავად შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ვერაფერი ვნახე განხილული. რაიმე ძვრა არის ამ საკითხთან დაკავშირებით? ამ წელს თუ არა შემდეგ წელს მაინც შეიცვლება რამე? 05.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული სიახლე არ გვაქვს. პროფესიულ კოლეჯებში მოპოვებული დიპლომით სამწუხაროდ, უმაღლეს, ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლას ვერ შეძლებთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ატესტატით შეგიძლიათ უმაღლესში ჩაბარება 05.11.2014
მე: ქალბატონმა თამარმა პირობა დადო, რომ მიხედავდა ამ საკითხს. უნდა ველოდოთ თუ არა ამ მთავრობის პირობებში(2 წელია დარჩენილი) ამ საკითხის დაძვრა მაინც? თუ იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ რაიმეს გააკეთებს მინისტრი?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: განათლების უწყვეტობისა და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, დაგეგმილია პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადი განათლების დაუფლების შესაძლებლობის შექმნა. შედეგად, პირი შეძლებს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების საფეხურზე.
სტრატეგიის პრეზენტაციის თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. 05.11.2014
მე: ვისაც უკვე აქვს პროფესიულის დიპლომი თავიდან მოუწევს პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადი განათლების დაუფლება? 05.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
არა, ვისაც უკვე აქვს პროფესიული დიპლომი, მათთვის ზოგადი განათლების კომპონენტი ცალკე უნდა იქნას შეთავაზებული. ამ იდეის განხორციელება მასშტაბურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, დროს და რესურსებს მოითხოვს. მოცემულ ეტაპზე ხედვის დამუშავება მიმდინარეობს. 05.11.2014
მე: გასაგებია ანუ რომც მოხდეს ტყუილად ველოდები? ჯობს ატესტატი ავიღო ზოგადი განათლების ექსტერნით? 05.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
გირჩევთ, ზოგადი განათლების ატესტატი აიღოთ. ექსტერნის გამოცდები ამ ეტაპზე არ არის გამოცხადებული
ინფორმაცია გამოცხადების შესახებ სამინისტროს ვებგვერდსა და facebook-ის გვერდებზე გამოქვეყნდება 06.11.2014
This post has been edited by sanfol on 9 Apr 2015, 21:03