#44321132 · 15 Apr 2015, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Вeorn
| QUOTE | | ფორმალურად ვარ მართლმადიდებელიო და უფრო პანთეისტი ვარო იძახი. |
მშვენივრად ვიცი რასაც მოიაზრებს მართლმადიდებლობა.  მე მართლმადიდებელად ვთვლი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ დამეთანხმება ამაში, მაგრამ რავა მე მნახე შე კაცო?! იმდენი მართლმადიდებელი დადის ქუჩაში,(თითქმის მთელი საქართველო) რომლებმაც საერთოდ არ იცის რა არის მართლმადიდებლობა, მაგრამ მაინც უწოდებენ საკუთარ თავს მართლმადიდებელად. ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული. მე იმათგან განსხვავებით ბიბლია მაქვს წაკითხული. ახალი და ძველი აღთქმაც.. ბიბლიას თავი დაანებე და მრწამსი არ იციან. მაშ ის მართლმადიდებელი მართლმადიდებელია, რომელმაც მრწამსი არ იცის?! მე ვთქვი: | QUOTE | | რა არის ბიჯო ეს?! ერთადერთი მორწმუნე ვარ უსათაუროში?! |
მორწმუნეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს ჩემი შეხედულებები..
| QUOTE | | ღმერთის არსებობის ბევრს წამს, ბევრი ვინც ათეისტი გონიათ იმათაც, მაგრამ მართლმადიდებლობა მარტო მაგას არ მოიაზრებს. |
ათეისტი ის ადამიანია, რომელსაც ღმერთის არ სწამს. (ეს მე არ ვარ) აგნოსტიკოსი ის ადამიანია, რომელიც ამბობს, მე არ ვიცი ღმერთი არსებობს თუ არაო (არც ეს ვარ მე) მორწმუნე ის არის, რომელიც ამბობს, რომ მე ღმერთის მწამსო. (მე ეს ვარ და სხვა ბევრი ადამიანიც ეს არის, რომლებიც ათეისტს უწოდებს თავს, მაგრამ ღმერთის სწამს. რა ათეისტი ხარ კაცი თუ გწამს ღმერთის ვერ ვხდები...)
This post has been edited by გალე on 15 Apr 2015, 14:42
--------------------
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.
|