TERMINATORIIIIfallowმე ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, მიღწეულის პოზიციიდან რომ ვილაპარაკო

და ფულის შოვნა და კაი ცხოვრებას მიღწევად არ ვთვლი

მაგრამ ნამდვილად მჯერა იმის, რომ ხანდახან ყველაზე სერიოზული რაღაცების მიზეზი უბრალო სიზარმაცეა, აი ძალიან ჩვეულებრივი სიზარმაცე
აი ძალიან ღრმად რომ აანალიზებენ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში და ქვეცნობიერებში და ასსჯკწფდლსკბვლიბზცლბფოიბ რომ ჩადიან და
ეგზისტენციალური კრიზისები და მთელი ღლეობები რომ მოაქვთ მიზეზებად, რომ უფრო სერიოზული და ლამაზი გამოჩნდეს პრობლემა და დარწმუნდეს ადამიანი, რომ "სერიოზული" რამე სჭირს და მერე ნაუშნიკები გაიკეთოს, რამე ცხოვრებისეული საუნდტრეკი ჩართოს და ღრმა სევდას მიეცეს თავისი "შინაგანი სამყაროს" გამო.
არადა ძალიან ხშირად უბრალოდ ეზარება, ყველაფერი გააკეთოს, ან რამე გააკეთოს საერთოდ. ფიქრი ეზარება, ორგანიზება ეზარება, დაგეგმვა ეზარება და ა.შ.
იმიტომ, რომ რთულია
არ ვამბობ, რომ ყველა შემთხვევაში ასეა, მაგრამ ბევრშია.
არის მართლა სულიერი კრიზისები, მართლა რაღაც პრობლემები, მაგრამ იმის აღიარება ბევრს არ უნდა, რომ ეზარება და რამე ამისთანას დაიბრალებს, კაი გამართლება რომ ქონდეს