რადგან ასე დაგაინტერესათ გეტყვით რაც ხდება

ეს თამაში იყო 1996 წელს (მანამდე 1994-შიც ჩატარდა, მაგრამ ვიდეო არ არსებობს

) და მოხდა ქეთინო ნოზაძის ფეხბურთიდან გაცილება, მაგრამ საინტერესოა ისაა, რომ ამ დღეს ქეთინომ პირველად ითამაშა ფეხბურთი

)) ქეთინო იყო ქალაბიჭა, მაგრამ სურამის კოლორიტი, საოცარი იუმორის მქონე და უკეთილშობილესი ადამიანი. არაა სურამში ადამიანი ვინც ქეთინოს გახსენებაზე გულისტკივილი არ გამოხატოს. სამწუხაროდ გარდაიცვალა. აქ ვინც თამაშობს ყველა სურამელია და გადაწყვიტეს რომ ასეთი რაღაც გაეკეთებინათ.
კომენტატორი არის გოგი გოგოლაძე (სხვათაშორის, მამაჩემია და მაგრად მსიამოვნებს ხალხს რომ ასე მოეწონა კომენტარები) და კომენტარი არის სრული იმპროვიზაცია და არაფერია დადგმული. მოწეულიც არ აქვს არაფერი
მოკლედ არის ასეთი გვერდი
https://www.facebook.com/surami19 - სურამზე შეყვარებულთა გვერდი, რომლის ადმინიც ვარ და ამ გვერდის მომხმარებლებისათვის დავდე ეს ვიდეო, რადგან მეგონა რომ მხოლოდ მათთვის იქნებოდა საინტერესო ვინც სურამს და ამ მოთამაშეების ისტორიებს იცნობს. მიხარია რომ ასეთი გამოუხმაურება მოჰყვა
თქვენ რომ ამ მოთამეშეების ისტორიები იცოდეთ გაცილებით სასაცილო იქნებოდა ეს ვიდეო

თუ რამე კითხა გაქვთ არ მოგერიდოთ მკითხეთ