ამ სახის სერვისს სთავაზობს ურეკის სასტუმრო ,,ელეგანტი'' დამსვენებელს. სასტუმროს, რომლის ეზოშიც საცურაო აუზი და ეკლესია გვერდიგვერდ არის განთავსებული, სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა.
,,ეკლესიაში შარვლით არ უშვებენ ხალხს და აქ საცურაო კოსტიუმით კურთხეულია? მართლა, მოძღვრიდან კურთხევა ავიღოთ თუ ეგეც მომსახურების ფასში შედის?''
,,ეკლესიაზე მიდგმული აუზი კარგია?''
„შეგიძლია პირდაპირ „ბასეინიდან“ ილოცო! ქვეყანა კი არა ფსიქიატრიულია!“, – წერენ მომხმარებლები ფეისბუქის გვერდზე.
,,ტაძარი საცურაო აუზთან უხერხულობას არ ქმნის''- (ფოტოკოლაჟი)
ოთხსართულიანი შენობის გვერდით გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს, სადაც მამა მირიანი (მერაბ ფირცხალაიშვილი) 2008 წლის 26 ივლისიდან ღვთისმსახურებას აღავლენს. იქვეა საცურაო აუზიც, სადაც დამსვენებლები, საცურაო კოსტიუმებში, საღმრთო ლიტურგიის პარალელურად, მზეს ეფიცხებიან და ირუჯებიან.

http://infotime.ge/index.php/component/k2/item/926-eklesia
სულ გამოყლევდა ეს ხალხი.
მგონი წლებია პარლამენტის წინ ხალხი დგას ჩიპიანი პასპორტები მოგვაშორეთო იძახიან. (13 - 14-და 15 ივნისსაც კი იქ იდგნენ) და პარალელურად ეს ხდება ქვეყანაში.
მსგავს ### და აფსურდულ მოთხოვნებს რომ აყენებთ, წადით და ეკლესიებს მიხედეთ! მართლა წყალი რომ აქვს შემდგარი უმეტესობას!
როდემდე უნდა ვიცხოვროთ ორ უკიდურესობაში?! ფუ რა გულისამრევია.
This post has been edited by Neverborn on 30 Jun 2015, 19:21