ძალიან მაგარი ღვინო იყიდება მეღვინეობა ხარებას მაღაზიაში.
ლესელიძის დასაწყისშია. ხიდს ოდნავ რომ გასცდები ქვემოთ აბანოთუბნისკენ ერთ 10 მეტრშია.
ციცქა, ცოლიკაური და კრახუნა ერთად - დიდებული ღვინოა!
მე პირადად დალეული მაქვს რამდენჯერმე.
მაგათი მეორე მაღაზია რუსთაველზეა, ზემელზე, მაგრამ რუსთაველის ღვინო არ მომეწონა.
მგონი რქაწითელი იყო.
ფეისბუკში ესენიც ვნახე, მაგრამ არ გამისინჯავს და არ ვიცი როგორი იქნება:
https://www.facebook.com/winetimetbilisi/https://www.facebook.com/royalwine1/ხო, კიდევ ერთი ადგილია: პეკინის ქუჩიდან უნდა შეუხვიო ჯერ ანა კალანდაძის ქუჩაზე და მერე ეგრევე მერჯვნინ იოსებიძეზე და იქვეა ერთ20 მეტრში ღვინის სარდაფი. მანდ 5 ლარად ვიყიდე შარშან ქვევრის ტანინიანი ღვინო და მართლა გაამართლა