გაცნობებთ, რომშ.პ.ს კრედიტონსა და თქვენს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად თქვენ მიიღეთ სესხი, რომლის საერთო მოცულობა დღეის მდგომარეობით დარიცხული ჯარიმების გათვალისწინებით შეადგენს 1366.68 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით თქვენ აიღეთ ვალდებულება სესხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ, რომლის დარღვევის გამო შ.პ.ს კრედიტონს აქვს უფლება თქვენს მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
შესაბამისად გაფრთხილებთ, რომ არსებული დავალიანების 5 დღეში არ დაფარვის შემთხვევაში მივიღებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ზომას. კერძოდ:
1. მივმართავთ სასამართლოს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების მიზნით;
2. დავიწყებთ სააღმსრულებლო წარმოებას თქვენი დავალიანების იძულებითი წესით ამოღების და რეალიზაციის მიმართულებით;
3. დაგაკისრებთ სრულად სააღმსრულებლო და სასამართლო ხარჯებს;
4. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, თქვენს შესახებ სარეკომენდაციო წერილით მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის საელჩოებს, თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შეტყობინებით;
5. დავაყენებთ თქვენს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხს, კერძოდ: საკრედიტო განაცხადში არასწორი მონაცემების წარდგენის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შპს კრედიტონის კუთვნილი სახსრების თაღლითური გზით მითვისების შემთხვევაში;
6. გადავცემთ ინფორმაციას საკრედიტო ისტორიათა ბიუროს, როგორც ურჩი გადამხდელის შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს საქართველოში მოქმედი ბანკების მხრიდან თქვენთან თანამშრომლობაზე უარის განცხადებას.
აღნიშნული წერილის გამოგზავნით ჩვენ ვდგამთ მორიგ ნაბიჯს თქვენთან თანამშრომლობის სურვილით. შესაბამისად, თუ თქვენ დაფარავთ დავალიანებას 5 დღის ვადაში ჩვენ მზად ვართ შევწყვიტოთ თქვენს წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხირციელება.
სესხის გადახდისას ისარგებლეთ თქვენი სესხის კოდით: xxxxxx
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით Crediton.ge-ს პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში T: 032 2920505.
600 ariani sesxi iyo,ar minawileben ramdneime tveze,ertianad Semouitane 600 lario da danarCens gadaginawilebTo,
bozebi biWo,bozebi
This post has been edited by altezza_altezza on 16 Aug 2015, 16:52