მოოოკლედ, ერთ მომენტზე მინდა კიდევ თქვენი აზრის მოსმენა,
მეორე სეზონის ბოლო სერიაში, ზახარიჩი და ლექსო ეგაძეს რომ უბრუნებენ ფულს, ჯერ როგორ მივიდნენ, საერთოდ არ უხსენებიათ ის, რომ ფულის დასაბრუნებლად მივიდნენ და არა სხვა რამის გამო.... ამით ეგაძის რეაქციას ამოწმებდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდა პოლიციელების დანახვაზე... სოსო დაიბნა და ხელი არ ჩამოართვა ბიძინას, რადგან ეგონა, რომ ცუდ საქმეზე იყვნენ მოსულები, პირველი დარტყმა ამით მიიღო, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი პერსონაჟი იყო... ესენი ფულის დასაბრუნებლად მივიდნენ, სოსომ კიდევ ხელიც არ ჩამოართვა, გამარჯობაც არ უთხრა, პირდაპირ, დაბნეულმა ჰკითხა, 'რაშია საქმე'?
შემდეგ, როცა ეს ფული დაუბრუნეს, ჩემი აზრით, გათვლილი ჰქონდათ, რომ ეგაძე მაგ ფულიდან რაღაც ნაწილს მიუგდებდა ამათ, და მოლაპარაკებული ჰქონდათ წინასწარ, რომ ლექსოს ეთქვა, ტრაკში შეიტენე ფულიო ან მსგავსი რეაქცია გამოევლინა... ეს იყო ეგაძეზე მეორე დარტყმა... შემდეგ ლექსომ შეუტია, სოსომაც მოუგრიხა ხელი და დაცვა შემოვარდა, რომლებმაც ლექსო გაიყვანეს, ეს მესამე დარტყმა... სადაც სოსო უკვე ცოტა დაიზმენდა... ამ დროს კიდევ, დაიწყო ბიძინამ და დეტალურად მოუყვა ეგაძეს თავისივე მკვლელობების შესახებ... კალდუნა, მახალდიანი, უშო, ღონღაძეები... ტრეზორასთან პაძელნიკობა, და მოკლედ მთლიანად ჩააბარა ანგარიში, სადაც სოსო არ დანებდა რათქმაუნდა, და ბოლომდე ატკაზზე გავიდა, ერთი დარტყმაც წამოვიდა მისი მხრიდან, 'შენ ისიც გეყოფა ქილერებს რომ აგზავნი მოსკოვში, ვინ ინახავდა სახლში ციხიდან გაქცეულ ჯინორიას, შენ თუ მე?' აქ ძალიან მაგარი საპასუხო დარტყმა მიაყენა, თუმცა 3:1-ს აგებდა, მანამდე სამი დარტყმა ჰქონდა მიღებული... სულ მეგონა, რომ მაგ დროს ლექსო ემოციებს ვერ აჰყვა და ჯერ მაგიტომ უთხრა ფულზე, ტრაკში შეიტენეო, და შემდეგ მაგიტომ შეუტია, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვუყურე სერიალს, და მივხვდი, რომ ეგ სცენა მთლიანად წინასწარ ჰქონდათ დადგმული ბიძინას და ლექსოს, ყველა სიტყვა და მოქმედება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი... ფულზე უარის თქმა, მერე ემოციურ ფონზე მკვლელის დაძახება, ლექსო რომ ეუბნება 'მკვლელი ხარ შე ნაბოზვარო'; შემდეგ კიდევ იმ სუყველა ამბის პირში მოყოლა, რაც ჩაიდინა ეგაძემ მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდში.
და მე მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ლექსოს 'ტრაკში შეიტენე ეს ფული' და 'მკვლელი ხარ შე ნაბოზვარო' გაუაზრებელი ქმედება იყო თუ ეს ყველაფერი პროფესიონალურად დაგეგმეს და სპეციალურად უთხრა? თან მანამდეც სპეციალურად არ ეუბნებოდნენ, რომ ფულის დასაბრუნებლად იყვნენ მისულები.. ძალიან მაღალი დონე ჩანს ამ სერიალში, მართლა ###### ამერიკულ დეტექტივებს

აი ცვეტში სასწაულად მაღალი დონე ჩანს...
ლექსომ ჭკუა ისწავლა იმის მერე, რაც პირველ სეზონში ჯემალ კაკაურიძეს პირში მიახალა ყველაფერი, არადა რამდენიმე წუთის წინ თვითონვე ამბობდა, რომ მკვლელებთან არის შეკრულიო... მანდ მერე ბიძინამ ხომ აუხსნა, რატომაც მოთხოვა ჯემალას თავისი წილი, 25 პროცენტი

ხოდა ამის შემდეგ იასნია ლექსომ ჭკუა ისწავლა და ეგაძესთან უკვე სხვანაირად მოიქცნენ, ყველაფერი წინასწარ გათვალეს და საერთოდ ეგ მთლიანად სპექტაკლი დაუდგეს ეგაძეს, შოკში ჩააგდეს... მეოთხე სეზონშიც თუ გახსოვთ, ამირან ბროძელი სპეციალურად შეახვედრეს გენადი კანკიას, და გენადის ხმა ჩაუვარდა ამირანის დანახვაზე, და შემდეგ ლექსო ეკითხება ბიძინას, ჰა არ დავისვენოთ დღესო? და ბიძინა პასუხობს, რა დავისვენოთ, ხო ხედავ, კაცი შოკშია, ახლა უნდა დამუშავებაო

აი დაახლოებით მსგავს შოკში ჩააგდეს ეგაძე და შემდეგ პირში მიახალა ზახარიჩმა ყველაფერი, ასეთი რამეც გააკეთა ბიძინამ პირველ სეზონში, როცა გურამს დაუპატიჟებლად ჩაუხტა მანქანაში, იყოს იყოს არ გათიშო კაი ვეშიაო მუსიკაზე რო ეუბნება

და შემდეგ პირდაპირ უყვება, როგორ ჩაცხრილეს გეჯაძის ოფისში მან და გეჯაძემ, ფილფანის გამოგზავნილი ტიპები და ორი გოგოც მიაყოლეს ზედ, მანდაც ძალიან დააბნია გურამა ბიძინამ, და მანდ თუ გახსოვს, გურამ ჯინორიას წამოცდა კიდევაც, და ძალიან მაგრად გამოიჭირა ბიძინამ, არსებობს მოწმის ჩვენება, სადაც წერია, რომ შენ იმ მკვლელობის ღამეს იქ იყავიო, და გურამა პასუხობს, მოწმის ჩვენებაში მსგავსი არაფერი წერიაო

მერე ბიძინამაც არ დააკლო და პირდაპირ უპასუხა, ჰააა შენ საიდან იცი მოწმის ჩვენებაში რა წერია, კაკაურიძემ განახაო ხო? გურამა დიდად სიჭკვიანით ვერ გამოირჩეოდა და შესაძლებელი იყო ასე ლაპარაკშივე მისი გამოჭერა...
და ეგაძე კიდევ რომ არ დათესილიყო, უკვე იმ ამბის მერე, საშინლად დაიზმენებულს სასამართლოზე გააფარჩაკებდნენ, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ, რომ რაც იცოდა და არ იცოდა, ყველაფერს დააწერინებდნენ, მაგრამ თვითონ ეგაძეც არ იყო გოიმი, ძალიან ჭკვიანი იყო და ამიტომაც დაითესა, შავი გასასვლელები მაინც დაიტოვა, ერთერთი ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი იყო მთელ სერიალში.
ხოდა რა გგონიათ თქვენ, მაგ დღეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი თუ ლექსო მართლა ემოციებს აყვა და მწყერები ყავდა თავში?
აბა აქ მპოსტავცი, დაგთაგავთ და თუ არ დაგეზარებათ ჩემი ბჟუტურის წაკითხვა, მიპასუხეთ მერე
CoderiotGe 118
Accident 45
Estrella 40
LARGO_W 28
Menestrel 27
Shark1995 26
Nimrodel 25
iakobichi 18
Front 17
dimaopena 17
ივანიჩ 15
Casagrande 15
Gateways 13
Bugs Bunny 13
zaza1234 13
ბანჯოო 11
ზარნაშო 11
pytgon 10
Shiva> 10
execution 9
ჭუჭკოკორა 9
პროგრესიუსი 9
რერე 8
int 8
beasly 6
aca baca banci bunca 6
BuTroSS_buTroSS_GaLI 6
altezza_altezza 5
narmonana 5
Luka251 5
DATO1 5
Hermyon 5
1X.shedis.saxinkleshi 5
Informirebuli 5
სლეტუმანიძე 5
Georgian_90 5
shavnabada92 5
Jacques_Cousteau 5
Hijacker 5
CoderiotGeკაზინო მეტროპოლის მფლობელი :
This post has been edited by Englaaand on 19 Mar 2018, 20:08