死海.არაა
synystergatesდავუშვათ სწავლაზე გადაკლული ვარ, ეს პრობლემაა? თუ დებილი, უინტელექტო გოგო უფრო საინტერესოა. ზოგადად, სწავლა, ცოდნის მიღება ძალიან მნიშველოვანია.
დავუშვათ მსუქანა ვარ, ამის გამო ადამიანს შეიძლება მიუთითო? დარწმუნებული ვარ, ვისაც სიმსუქნის პრობლემა აქვს, ნამდვილად არ გრძნობენ თავს კომფორტულად. შრომობენ, ვარჯიშობენ და საკუთარ თავზე მუშაობენ. ამის გამო ადამიანს არ უნდა შეხედო ცუდად. შეფასების კრიტერიუმი არ გივარგა,\.
დავუშვათ 20 წლის ქალიშვილი ვარ, რატომ უნდა ჩაერიოს და განიკითხოს შენნაირებმა ეს თემა? პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. არ უნდა მისცე შენ თავს იმის უფლება, რომ სხვა განიკითხო და სხვისი ლოგინის შესახებ იჭორაო. ტეხავს.
დავუშვათ ეკლესიაში დავდივარ, ეს პრობლემაა? იქნებ ტაძარში მშვიდად ყოფნა და ღრმერთთან საუბარი მინდა.
მოკლედ რატომ ვწერ ამდენს, ცუდია ასე რომ აზროვნებ, ვიცი ბევრი შეენაირი დაიარება დღეს, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ასაკით პატარა, გამოუცდელი და ჯერ კიდევ ბევრ რამეში არაგაცნობიერებული ხარ. გავა დრო, შეგხვდება მსუქანა მეგობარი, სწავლაზე გადაკლული ადამიანი, ანისეთი რომელიც ჯერ კიდევ ქალიშვილია, ან ისეთი რომელიც ეკლესიაში დიდ დროს ატარებს და მიხვდები რომ ადამიანები სულ სხვა კრიტერიუმებით უნდა შეაფასო