lilyhammerა გენაცვალე, მიირთვი.

ფოტოების მასტერი არ ვარ, სორი.



la reineგავაკეთე, უდიდესი მადლობა რეცეპტისთვის, დეტალური ახსნა-განმარტებებისთვის და ყველა კითხვაზე პასუხისთვის.
2 პორცია გავაკეთე, ცოცხალი საფუარით. ზუსტად იმ ზომის ფორმები ვერ ვიშოვე როგორიც იმ რეცეპტში იყო, მე მქონდა ფორმები დიამეტრით 13 სმ და სიმაღლე 10 სმ და გამოვთვალე რომ ის გოგო თავის ფორმაში მოცულობის 60%ს ავსებდა ცომით, ჰოდა ჩემი ფორმების მოცულობის 60% გამოვთვალე და შესაბამისად ერთი პორცია ცომი ზუსტად 2 ნაწილად გაიყო. ორი პორცია გავაკეთე გუშინ, გამოვიდა 4 ცალი პასკა. გამომცხვარ გაცივებული პასკები 700 გრამია თითქმის თითო.
პირველი პორცია გავაკეთე ცუკატებით და ქიშმიშით (100-100 გრამი) მეორე მხოლოდ ქიშმიშით (200 გრამი). მხოლოდ ქიშმიშით უფრო მომეწონა, მაგრამ ეს ჩემი შეცდომაა, რატომღაც მხოლოდ ქიშმიში ჩავალბე და ცუკატები არა, სხვა დროს კონიაკში დავალბობ და ისე გავაკეთებ. სუნელები დავამატე, რადგან პასკა ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. კურკუმა არა, დამეზარა. თან მაინტერესებდა ბუნებრივი ფერი როგორი იქნებოდა.
მარტივი გასაკეთებელი იყო, უბრალოდ დროში გაიწელა ძალიან, რადგან რეცეპტი არ მქონდა დატესტილი, ორი პორციის მოზელვა ვერ გავრისკე და ორჯერ მოვზილე და სანამ გავედი ბოლოში, დამათენდა, თან გვიან დავიწყე.

მაგრამ თვითონ ცომი ძალიან მარტივი მოსაზელ დასამუშავებელი იყო.
გემრიელი, ნოტიო, ზომიერად ტკბილი გამოვიდა, მე არ მიყვარს ზედმეტად ტკბილი.
32 წუთი არ ეყო, იმიტომ რომ დიდები იყო და შემოწმება-შემოწმებაში 45 წუთზე გავჩერდი, მაგრამ დღეს რომ გავსინჯე, ვფიქრობ 40 წუთზე ჩამოვალ, არ გამომშრალა, მაგრამ უფრო ნოტიო იქნება 40 წუთზე და კიდევ სავარაუდოდ მეორე ცდაზე, არაჟანს შევამცირებ და კარაქს დავუმატებ, რადგან ოჯახში გამოთქვეს სურვილი და მეც მაინტერესებს როგორი იქნება, მე მიყვარს კაი მძიმე ცხიმიანი პასკებიც.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, კმაყოფილი ვარ რომ ჩემმა შრომამ უშედეგოდ არ ჩაიარა, მთავარი ის არის რომ მარტივი მოსაზელი იყო. რამდენიმე წელი სწორედ იმიტომ არ გამიკეთებია რომ როცა პირველად გავაკეთე, ლამის მხარი ამოვიდგე, იმდენად რთული მოსაზელი იყო.

ბოლომდე გაცივებული გავჭერი და არ ვიცი ამიტომ თუ რამე სხვა მიზეზით, ანუ უფრო დიდხანს რომ დასჭირდა იქნებ ამიტომ, მაგრამ ოდნავ სხვა ტექსტურა აქვს, ვიდრე იმ ვიდეოში ჩანს, მაგრამ ესეც ძალიან კარგია, პირში დნება.

ქრისტე აღსდგა!!
გილოცავთ!!
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 2 May 2021, 19:46