KatutuUniverse´ფქვილი - 500 გრ
რძე - 250 გრ
საფუარი - 10 გრ
კარაქი - 50 გრ
შაქარი - 80 გრ
ხაჭო - 100 გრ
კვერცხი - 1ც
მარილი - 2გრ
1. პირველ რიგში უნდა მოამზადოთ ოპარა ( თბილი რძე + საფუარი + 150 გრ ფქვილი + მწიკვი შაქარი) დააფარეთ თავზე სტრეჩი და აცადეთ ამოსვლა.
2. ცალკე ვადნობთ კარაქს, ვუმატებთ ნებისმიერ არომატიზატორს ( ვგულისხმობ ვანილს, ან დაფქულ ცედრას)
3. ამოსულ ოპარას ვუმატებთ მწიკვ მარილს და ოდნავ ათქვეფილ კვერცხს, ვუმატებთ კარაქს და შაქარს. მოვზელთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
4. სულ ბოლოს ვამატებთ ფქვილს. კარგად მოვზელთ, სტრეჩს დავაფარებთ ჯამს და დავდგამთ ამოსასვლელად.
რომ ამოვა გადავზელთ, გავყოფთ 10 ნაწილად, ფორმას მივცემთ და დავდებთ პერგამენტგადაფარებულ ჟარონაზე.
ცოტა შორიშორს დაალაგეთ იმიტომ რომ კიდევ უნდა ამოვიდეს :დ უკვე ფორმამიცემული. და რომ ამოვა, შუაგულში ჩაღრმავებას გაუკეთებთ და გახეხილ ან დაბლენდერებულ ხაჭოს გაუკეთებთ.
ჩემს ღუმელში 170°ზე ცხვება 20 წუთი.
UFolkშაქარი, რძე და ჟელე რატომ?

შოკოლადის ბომბონერია პრალინეს გულსართით.
* * *

ე ჰ