მაწვნის ნაყინი ფელამუშით - ავტორი ვახო ბაბუნაშვილი

photo by Radek Polak, Styilist Gosia Bialobrzycka
წიგნიდან Gruziński smak (ქართული გემო)
http://www.kasiakubicka.com/Gruzinski-smakამ კერძს ვერ შეხვდები საქართველოში, ვერც ამ რეცეპტი გადააწყდები ქართული კულინარიის წიგნებში, მაგრამ მაწონიც და ფელამუშიც ძალიან ქართული ნაწარმებია. ხოდა ვიფიქრე, რატომაც არა ცხელი დღეების სასიამოვნო თავის შესაქცევი რამ გამოვა, ქართული გემოთ და ქართული ინგრედიენტებით.
რა გჭირდება
დიდი ქვაბი
ტაფა
ჯამი
ხელის ბლენდერი
ხის კოვზი
მასალა
ნაყინისთვის:
500 მლ. მაწონი
3-5 გრ. ვანილი
1 ჩ/კ შაქარი
ფელამუშისთვის:
1 ლიტრი ბადაგი
200 გრ. ხორბლის ფქვილი
2 ს/კ შაქარი (თუ ტკბილი გინდა დაამატე გემოვნებით)
50 გრ. ნიგოზი
მომზადების წესი
• გადაწურულ მაწონში გათქვიფე ვანილი და შაქარი
• მიღებული მასა შეინახე საყინულეში მინიმუმ 3 საათით
• ნიგოზი დაჭერი წვრილად
• ტაფა გაახურე მაღალ ცეცხლზე
• ტაფაში მოხალე დაჭრილი ნიგოზი
• მოხალული ნიგოზი მოათავსე მშრალად და შეინახე
• ჯამში ჩაყარე შაქარი და ფქვილი
• ნელ-ნელა ჩაუმატე ბადაგი
• ხის კოვზით განუწყვეტლად ურიე
• ბლენდერით გათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
• დარჩენილი ბადაგი ჩაასხი ქვაბში
• დაუმატე ბადაგის და შაქრის ერთგვაროვანი მასა
• განუწყვეტლივ ურიე
• ქვაბი შედგი მაღალ ცეცხლზე
• ურიე გაუჩერებლად
• მიიყვანე დუღილამდე
• დაუწიე ცეცხლს დაბალზე
• მორევა არ შეწყვიტო დაახლოებით 10 წთ.
• ამ დროში ფელამუში გასქელდება
• გასინჯე, თუ ფელამუშს უმი ფქვილის გემო არ აქვს, მზადაა
• ქვაბი გადმოდგი ცეცხლიდან
• ფელამუში მაშინვე გაანაწილე პორციულ თეფშებზე და გააციე
• გაყინული მაწონი დაადე ფელამუშის პორციას
• მოაყარე მოხალული ნიგოზი