ინგრედიენტები უნდა იყოს ის, რაც საჭიროა.
ანუ მასკარპონე და არა არაჟანი და სხვა, ასევე ორცხობილა სავოიარდი და ყავა ესპრესო.
500 გრ მასკარპონე
120 გრ შაქარი
4 კვერცხი
300 გრ ორცხობილა სავოიარდი
კაკაო მწარე ( ჩვენთან რომ დასალევი
კაკაოა- ეგ არა!).
გააცალკევებ კვერცხის გულს და ცილას. გულებს დაუმატებ შაქარს და ათქვიფავ კარგად, მერე შეურევ მასკარპონეს.
ცალკე დარჩენილ ცილასაც ათქვიფავ, ისე რომ ღრუბელივით იყოს და ჯამს რომ გადმოატრიალებ- არ გადმოდიოდეს და ნელნელა და ნაწილ-ნაწილ შეურევ მასკარპონე/კვერცხის გულის მიქსს.
ამჯერად მიქსერით არა! კოვზით ან სილიკონის ჯოხით, კოვზით თუ რაც ჰქვია და ყველაფერს რომ აურევ კარგად და ჰაეროვან მასას მიიღებ- ჩადე
მაცივარში, ცოტა
მომაგრდება.
შემდეგ
მოხარშავ ყავას - ესპრესო სჭირდება, მე 2 ჭიქიანი მოკა ( ყავის სახარში პატარა ჩადანი) მაქვს და 3ჯერ ვხარშავ, ანუ 6 ჭიქა ( პატარებია, ამერიკანოს ზომის არაა

), ჩაასხამ ჯამში და მსუბუქად დაალბობ ორხობილებს სათითაოდ და დადებ კონტენიტორის ძირზე ( ძაან არ დაასველო, ჩაიშლებიან და მთხლე გამოვა, უცბად და მაუბუქად, სავოიარდი ადვილად იჟღინთება და შეიძლება ჩაგეშალოს ხელებში).
ზემოდან გადუსვამ მასკარპონეს კრემს, ისე რომ დაიფაროს და მოაყრი მწარე
კაკაოს, შემდეგ დალბობილი ორცხობილების
მეორე ფენა, ისევ კრემი, ისევ კაკაო- სადამდეც არ გამოგელევა.მორჩა.
დასაწერად გრძელია, გასაკეთებლად დიდი არაფერი.