tamagh13ზაფხულის ცხელი დღე იყო, მე სიცხესა და მოწყენილობას უკვე ვეჩვეოდი. დიდი ხანი იყო რაც სახლში სრულიად უმიზეზოდ გამოვიკეტე და სევდაში ჩავიძირე. მეგობრებმა ვერ ამიტანეს ასეთი და ერთ-ერთი მათგანის სოფელში წასვლა შემომთავაზეს. მთიანი ადგილი ყოფილა, ჩემი მეგობრის სახლი მთის წვერზე, სულ ბოლოში მდგარა... მის უკან კი ტყე ყოფილა....
ნაძვის...
შემდეგ ბერის საყდარი....
სადაც ოდესღაც ბერები ცხოვრობდნენ, თურმე...
ჩემი მეგობარი კი თავის ძმასთან ერთად სწორედ იქ, დიდი მუხის ძირში თამაშობდა ხოლმე....
მერე კი უზარმაზარი თხილის ტყე ყოფილა...
წითელი მიწებით...
მგლებიც ყოფილან, მაგრამ მხოლოდ ზამთარში ჩამოდიოდნენ თურმე...
ოთხნი ვიყავით. მანქანაში ჩავსხედით და წავედით მიწიერი სამოთხის სანახავად....
გორში რომ შევედით მაღაზიასთან გავაჩერეთ, რომ ყველა საჭირო ნივთი შეგვეძინა, მე მაღაზიის უზარმაზარ რიგში ჩავდექი, მეგობრები კი სასეირნოდ წავიდნენ.
მაღაზიიდან დატვირთული გამოვედი, ცაზე თვითმფრინავები ჩიტებივით დაჰქროდნენ... არ მიუცხოვია, აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობდი, მივეჩვიე...
სამაგიეროდ უცხო იყო წინათგრძნობა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით...
მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე მეგობრებს...
საინტერესო არაფერი ხდებოდა, ჩვეულებრივი ქალაქი იყო...
მხოლოდ შავმა კატამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელიც მანქანას დაახტა და მერე თვალს მიეფარა...
რომელიღაც ღია ფანჯრიდან მუსიკა მელამუნებოდა ყურებზე...
სევდიანი იყო...
ჩემი განწყობის შესაბამისი...
მეგობრები დაბრუნდნენ და ჩვენ დავიძარით, მაგრამ....
რუსულმა თვითმფრინავებმა გორი დაბომბეს....
ზუსტად ის მაღაზია რომელშიც მე ვიყავი ცოტახნის წინ, ნამსხვრევებად იქცა, იქიდან კი სამფეხა, სისხლმდინარი ძაღლი გამობანცალდა, კოჭლმა ძაღლმა ქუჩა გადაკვეთა... მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ გავქვავდი და უბრალოდ არ შემეძლო...
ყველას შეგვეშინდა...
და ჩვენ გამოვიქეცით....
ახლა ჩემს აივანზე ვდგავარ და ვნანობ რომ შიშმა ამიტანა... განწირული ადამიანების ხმასთან ერთად ჩამესმის სადღაც შორს როგორ ტირის როიალი...
ის მელოდიაა...
სევდიანი...
ჩემს ხასიათს რომ უხდება ისეთი...
გაწვიმდა...
დავსველდი...
შინ შესვლა გადავწყვიტე მაგრამ რაღაცამ შემაკავა...
ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა.
და მე გავიღიმე....
რავი ბევრი წერა დამეზარა მოკლეა და ყველა წინადადება გამოვიყენე, შეგიძლია განავრცო გაწელო გამოწელო მიჭრა მოჭრა რაც გინდა უყო საავტორო უფლებების დარღვევისთვის არ გიჩივლებ