საქართველოს კანონი
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სამხედრო ვალდებულება
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.
2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:
ა) სამხედრო აღრიცხვას;
ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;
გ) სამხედრო სამსახურს;
დ) რეზერვს.
მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები
1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
1 1. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
1 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1445).
3 1. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
3 2. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3547).
5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94
საქართველოს 2007 წლის 27 მარტ ის კანონი № 4514 - სსმ I, № 13 , 16 . 04 .200 7 წ., მუხ. 112
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 2008 წლის 2 7 ივნის ის კანონი №72 - სსმ I, №12, 14.0 7 .2008 წ., მუხ.94
საქართველოს 2009 წლის 13 მარტ ის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24. 0 3.2009 წ., მუხ.20
საქართველოს 2009 წლის 1 6 ივლის ის კანონი №1464 - სსმ I, № 2 0, 2 8.0 7 .2009 წ., მუხ.9 8
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრ ის კანონი № 2019 - სსმ I, № 35 , 19 . 11 .2009 წ., მუხ. 268
საქართველოს 2010 წლის 9 მარტ ის კანონი № 2728 - სსმ I, № 12 , 24 . 03 .20 10 წ., მუხ. 64
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4954 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1445 - ვებგვერდი, 28.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2323 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3125 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3547 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 3. სამხედრო ფიცი
1. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.
3. სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცის დადებამდე ან წერილობითი ვალდებულების აღებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).
მუხლი 4. შეზღუდვები მოქალაქისათვის, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება
მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.
მუხლი 5. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვალდებულებანი
1. მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 51. მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.
2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული).
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია შეატყობინოს პირს (წვევამდელს, რეზერვისტს) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს.
11. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედროვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში არსებული უწყებები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტში შეტანილი ცვლილების შესახებ.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო სამსახურის გავლას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.
8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
9. სასამართლო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.
10. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 200 8 წლის 2 1 მარტ ის კანონი № 5979 - სსმ I, № 9 , 04 .0 4 .200 8 წ., მუხ. 66
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 8. მოქალაქის მატერიალური უზრუნველყოფა სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო შეკრებების გავლასთან დაკავშირებით
1. სამხედრო აღრიცხვის ჩატარების, სამხედრო სამსახურისათვის აუცილებელი მომზადებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სამედიცინო შემოწმების დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაო (სწავლების) ადგილისა და ამ ადგილზე საშუალო ხელფასის (სტიპენდიის) შენარჩუნებით.
2. სამხედრო შეკრების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით.
3. (ამოღებულია).
4. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული მოქალაქის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ასრულებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი II. სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი
მუხლი 9. იმ პირის ასაკი, რომელიც ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას
18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა
1. სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში;
გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.
3. ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ახორციელებს დამფუძნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე შესაბამისი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
5. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი , სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება - მოვალეობანი ( გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა , რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ).
6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები . „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა .
7. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
8. პირი , რომელსაც არ შესრულებია 18 წელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი მშობლების თანხმობით .
9. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
10. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.
11. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებანი, გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
12. სამხედრო სასწავლებლის მსმენელის / სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით .
13. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობა. თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომები და კვლევები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული უნდა იქნეს გამჟღავნებისაგან.
14. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ სამხედრო ან სპეციალური წოდების თანამდებობაზე შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს ან სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.
15. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე, თუ პირი არ აირჩევა კონკურსის წესით და მას არ გაუგრძელდა დანიშვნის ვადა.
16. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
17. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.
18. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი , რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურისათვის ან სპეციალური წოდების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები .
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №919 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2238 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
მუხლი 101. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესს, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1445 - ვებგვერდი, 28.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 102. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3547 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
თავი III. სამხედრო აღრიცხვა
მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული;
ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;
გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დ
--------------------
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე