ალალი კაცის ამბავია ეს...
მოდი განვიხილოთ სიტუაცია.
შენ გაქვს სამუშაო..
ღებულობ ხელფასს, რომელიც ძლივს გყოფნის და დაგჭირდა უცებ თანხა, რომელიც შენ ჯიბეში არ გაქვს. აართვი ვიღაცას, შეჰპირდი, რომ დაგიბრუნებო, მაგრამ ვერ უბრუნებ. შენ ღებულობ ხელფასს, რომელიც ძლივს გყოფნის და ამ ხელფასს რომ გამოაკლო ფული რათა ვალი დაუბრუნო სხვას. უკვე გამოდის, რომ ხელფასი, რომელიც შენ ადრე ძლივს გყოფნიდა, ეხლა საერთოდ აღარ გყოფნის...
იცი რა რთულია დაემშვიდობო იმ თანხას უცებ, რომელიც შენ ძალიან გჭირდება?! ძალიან რთულია..
ვერ გიბრუნებს... უჭირს ფულის ხელიდან გაშვება...
აი წარმოიდგინე მეორე სიტუაცია. შენ გაქვს თანხა, რომელითაც გინდოდა გეყიდა შაურმა. გშია მაგრად და შაურმა გინდა რა... მიხვედი საშაურმესთან და ამ მომენტში მეგობარი გირეკავს. 10 ლარი მჭირდება, მაგარ პრობლემებში ვარო. შენ ზუსტად 10 ლარი გაქვს ჯიბეში.. ეუბნები კი მაქვს 10 ლარი ჯიბეშიო, მოდი ამ ადგილას და მოგცემო. მიეცი ეს 10 ლარი და შენ ახლა უფულოდ ხარ. შაურმის გარეშე დარჩი.. მაგრად გიტყდება და არ გევასება ის მომენტი, რომ მეგობარმა შაურმა გამოგაცალა პირიდან და მშიერი დაგტოვა....
უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადამიანს ვისთვის აქვს მისაცემი ფული. აი მე პირადად არ მქონდა ვალი ჩემი მეგობრისთვის, მაგრამ ფული მქონდა მისაცემი, რადგან ის ჩემი მეგობარია და ვალდებული ვარ რომ დავეხმარო. ესეიგი მე მის წინაშე ვალში ვარ, მაგრამ ის მომენტე ბედნიერს არ მხდის, რომ შაურმის გარეშე დავრჩე..

არც ჩემს მეგობარს უნდა ხდეიდეს ბედნიერს, რომ მე შაურმის გარეშე დამტოვა, მაგრამ ისე თუ ასე, ყველა ჩვენთაგანში ეგოისტი ცხოვრობს. ზოგთან დიდი ეგოისტა და ზოგთან პატარა...
მიხვდი, რომ არ შეუძლია იმ ადამიანს შენზე ფულის დაბრუნება, რადგან პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობს...
ერთი სიტყვით სიტყვა გასესხე ამოიღე ლექსიკონიდან.
თუ აძლევ აჩუქე, მაგრამ ისე არ გააკეთო, რომ სხვა ამოიყვანო ორმოდან და შენ ჩაძვრე მის ორმოში...
ან საერთოდ არ მიცე თუ დიდ თანხაზე მიდის საუბარი... უბრალოდ უთხარი არ მაქვსო და არ უნდა თავის გამართლება. არ მაქვს უთხარი და ამით მოამთავრე საუბარი... ნუ გეშინია მაგ სიტყვის თქმა. შეჩვევის ამბავია... მე არ გეუბნები გაჟმოტდიო.. პატივი ეცი ხალხს ხოლმე. არ იჟმოტო, მაგრამ უარის თქმა ისწავლა. არ მაქვს. თავის გამართლება არ დაიწყო და არ დაიწყო იმის მოყოლა თუ რატომ არ გაქვს...
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.