#46969021 · 10 Feb 2016, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Datvlas_vin_gtxоvs ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი ახლა მიგონებს ალბათ რომია ნეჰე მილნში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია
------------------ გარდასახვის ბილიკები
წავალ აფრიკას დავუდებ ლელოს და იამაყებს სამშობლო ჩემი რომ შევძელი ის რაც ვერ შეძლო ლომუმ და ვერც სავეამ ----------------------- მე პატარა დამრტყმელი ვარ ოცდაორის ხაზის შვილი და განცხრომით ლელოს დებას მირჩევნია გან-სირბილი
ფინტაეთი,შებოჭვეთი და სირბილით დავდე ლელო ყველა მსაჯებს აგინებდა ხაზზე ედგა ფეხი ჯერო -------------------------------- გასრულდა მათი თამაში, როგორც შაურმა გლდანისა შევიდნენ რაქში დაკარგეს ბურთი მოგებულ თავისა აუტისასა აწევა სცადეს მეორე კაცისა და მერე რომამ თქვა: რაგბის თამაში - ეს მხოლოდ ფორმალობააო ------------------------------------------------- მოლის ჩაშლისთვის ვტოვებ მოედანს ისევ მელიან სახლში ჩემები რადგან გვაცვია სხვადასხვა ფორმა სამხატვროს ისევ სხვაში ვერევით
დავლიე წყალი, მოვითქვი სული და გარდატეხას დავპირდი ბიჭებს მაგრამ მოგება ყოფილა რთული იმათ 8 ნომერს ვინღა დაიჭერს ----------------------------------------------------- ვინა სთქვა თითქო პატარა იყოს ჩვენი ზაჩოტკა დიდების ღირსი ვინ მოიგონა რაგბის წესები ანდა ვინა სთქვა სირთულე მისი
აბა შეადგით ერთმანეთს მხრები მხრები შემკული დამცავით რბილით ააშრიალეთ არწივის ფრთები და მოუსმინეთ მსაჯის მკაცრ ყვირილს
ყოველ აუტზე აუხტით მკვირცხლად ნახეთ,აზომეთ ოსტატის მზერით ანდა შეკარით იმწუთას მოლი ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი ხელს რომ შეგიშლით გარდასახვაში ხაზი მქუხარი და საშიშარი გადაკიდული უკანა ფლანგში
პირველი ხაზის გავლილი სივრცე ჟამი-ძლეული თავდაცვით ცხელით და შარიქაძის ნაბიჯი მტკიცე მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი ვარკეთილიდან მოტანილ ბურთებს, და გაიხსნება გონება ჩემი ჩემი, უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა თითქო პატარა იყოს ჩვენი ზაჩოტკა დიდების ღირსი ვინ მოიგონა რაგბის წესები ანდა ვინა სთქვა სირთულე მისი ------------------------------------------------
|