* * *
mofefero_Findaნაწყვეტი #2 რომანიდან "საილერი და მისით დატყვევებული ლამაზმანები"...არაამქვეყნიური ნაბიჯებით მოდიოდა. აი, ისეთით, ვერავის და ვერაფერს რომ შეადარებ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უბრალოდ არ არსებობს მისი მსგავსი. მხრებში გამართული, თავაწეული მიაბიჯებდა. თითქოს ძალიან მძიმედ ასობდა ფეხებს მიწას, მაგრამ პარალელურად ყველა ნაბიჯი ჰაეროვანი და ლაღი იყო. მიუხედავად ამისა. მოდიოდა და ყველაფერს ანადგურებდა, რასაც უკან იტოვებდა. ყველაფერს აშავ-თეთრებდა რაც ფერადი იყო და ყველა გოგონას ვარდისფერ სათვალეს ამსხვრევდა. ეს უნებლიე ქმედება იყო, იმდენად უნებლიე, რომ ვერც კი ამჩნევდა რას სჩადიოდა. ვერ ამჩნევდა, ფანჯრებიდან, ხიდებიდან, და საერთოდ ყველა მაღალი წერტილიდან პანტა-პუნტით გადმოცვენილ ქალებს, რომლებიც მის ზურგსუკან ენარცხებოდნენ მიწაზე. ყველას ჰაერშივე მოაჭრა ფრთები, რომლებმაც აფრენა სცადეს და ისინიც დაამიწა. ვენებგადახსნილი ქალების სისხლის ჩანჩქერები დაღვრილი ღვინო ეგონა, ცრემლები კი, რომლებიც მისთვის გამოლიეს ქალებმა ჩვეულებრივი წვიმა!
მიდიოდა და არ აინტერესებდა უკან რა ხდებოდა. საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი კაპიშონიანი სპორტული ეცვა და... და რა თქმა უნდა განუყრელი მეგობარი - ქუდი. მისი თმის ხილვა ხომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო.
მალულად მოსდევდა მის ნაბიჯებს ვიღაც მდედრი.
აშკარად ბევრად დიდი იყო ასაკით.
და რა საკვირველია საერთოდ არ შეეფერებოდა, რადგან მას არავინ შეეფერებოდა მთელს დედამიწის ზურგზე.
ის ხომ განსაკუთრებული იყო...
ერთადერთი...
ქალი აღელვებული იყო...
უარყოფილი...
მაგრამ მაინც გაბედული, რადგან დართო საკუთარ თავს ნება მის ნაკვალევს ადევნებოდა.
ქალის აღელვებისა და კანკალის მომტანი ბუნების არცერთი სტიქია, არცერთი ძალა არ იქნებოდა, (მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ამინდში თხელი, სიფრიფანა სარაფანი ემოსა) გარდა ერთისა, რომელიც ახლა მის წინ მიდიოდა და ასე ამაყად მიაბიჯებდა. რომელსაც ხელში ეშმაკის სანთელი ეჭირა და გულმოდგინედ ისუნთქავდა ფილტვების მტერ, გამანადგურებელ კვამლს, და ასე უმოწყალოდ აზიანებდა თავის სათუთ ოორგანიზმს.
ქალს ესეც აფორიაქებდა.
არ სურდა საილერს რაიმე ზიანი მეიეყენებინა საკუთარი სხეულისთვის, სხეულისთვის რომელიც ქალს წმინდანის დონემდე და უფრო მაღლაც კი ჰყავდა აყვანილი.
ქალი ისტერიულად ცდილობდა ფეხის ზუსტად იმ ადგილებში დაბიჯებას სადაც ცოტახნისწინ მისმა "ღვთაებამ" გაიარა.
ჯერ კიდევ გრძნობდა სველ ასფალტზე დატოვებულ სითბოს საილერის ნაბიჯებისას.
ეს კი სრულიად საკმარისი იყო გაყინული სხეულის სავსებით გასალღობად.
საილერმა თამბაქოს ღერი ბოლომდე ჩაწვა და ძირს დააგდო.
ქალი ისევ პანიკამ მოიცვა, არ სურდა წვიმას დაეზიანებინა "ბიჩოკი" და მისგან საილერის ტუჩების გემო ჩამოერეცხა.
ამიტომ სასოწარკვეთით მივარდა ჩამწვარ ღერს და თითქმის ჰაერში დაიჭირე, ფეხები გაებლანდა და დაეცა.
მაგრამ ეს არ იყო მთავარი.
მან ის დაიჭირა რისთვისაც იბრძოლა.
ხელისგულზე ედო და ყურებით ტკბებოდა.
ვერ გრძნობდა რომ ეწვოდა ხელის გული.
თუმცა, ამას უკვე მიჩვეული იყო... ამაზე მისი ხელისგულები მეტყველებდნენ. ხელისგულები, რომლებზეც არაერთი ნაიარევი იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც ეს ღერი ტოვებდა ნელ-ნელა.
ხმაურზე საილერი შემობრუნდა. ასფალთზე მუხლგადაგლეჯილი ქალი რომ დაინახა ხელი გაუწოდა. ქალმა ხარბად ჩატენა "ბიჩოკი", უკვე ისედაც სავსე ჩანთაში.
ვერ გაბედა დახმარების ხელის მიღება, რადგან არ იცოდა შეხება რამდენად გაუმძაფრებდა ისედაც ზეცამდე ასულ გრძნობას.
ჩაიძირა თვალებში.
ღია თაფლისფერ თვალებში....
აი ისეთში, რომ უყურებ და გინდა შეჭამო. მხოლოდ იმიტომ იკავებ თავს რომ ამას უმტკივნეულოდ ვერ გააკეთებ. შენ კი უფლება არ გაქვს საილერს რაიმე სახის ზიანი მიაყენო.
უცებ შეამჩნია თაფლისფერ ბურთულებს ფერი რომ ეცვლებოდა.
თუმცა, არა...
ეს ფერი უკვე ნაცნობი იყო...
თაფლისფერი ბურთულების გარშემო აბრეშუმის ძაფებით ამოქარგული ძალიან წვრილი რგოლები.
ქალს გაეღიმა.
საილერი ვერ მიხვდა მიზეზს მაგრამ მანაც გაიღიმა.
უცნაური ღიმილი აქვს საილერს...
ოდნავადაც არ აპობს ბაგეებს და არ რთავს ნებას თეთრ მარგალიტებს, ვინმეს ბოროტმა თვალმა შელახოს...
მან ძალიან დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა რაღაც.
ესეც სჩვევია საილერს...
თუმცა ქალმა ვერ გაიგო საილერის სიტყვები მისი ხმით ისარნატყორცნი დახოცილი ქალების სიას შეუერთდა და გუბეში გაიშოტა.
ხელიდან ჩანთა გაუვარდა...
საიდანაც თამბაქოს ნახევრად ჩამწვარი ღერები გადმოცვივდა...
დიდი ხნის ნაგროვები იყო...
და ყველა საილერის....