კი
/სცენა გადატვირთული არაა, მარცხენა კუთხეში დგას მხოლოდ დივანი, პატარა მაგიდა მის წინ, გვერდით ერთი სავარძელი. ხოლო მარჯვნივ ორსაწოლიანი ლოგინი, ლამაზი, ფერადი გადასაფარებლით.ახალგაზრდა წყვილი დივანზე ზის/
ანა:გიყვარვარ?
გიორგი:სიცოცხლეზე მეტად…
ანა:მეც...
მთხრობელი:-ვუპასუხე და გულში ჩავიკარი./სცენაზე/კიბეზე ჩამომჯდარი გოგონა იხსენებს ისტორიას, რომელიც სცენაზე, მის უკან ვითარდება/ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ორივენი ბედნიერები და ლაღები ვიყავით. მე – მსახიობი, ის – ჟურნალისტი. ერთმანეთზე სიყვარულის ძაფებით გადახლართულები,
ერთი სახლი, ერთი სარეცელი, ერთი სული ორ სხეულში… ბევრი ფული არ გვქონდა, მაგრამ რაც გვქონდა გვყოფნიდა… /თხრობის პროცესში, წყვილი ტელევიზორს უყურებს და შიგადაშიგ იცინის/ ერთხელ, თეატრიდან დაღლილი დავბრუნდი, დროზე ადრე. აბაზანაში იყო. მაგიდაზე უცნაური ტაბლეტები ეყარა. /ანა ჩანთას იხსნის და დივანზე დებს, ყურადღებას მიიქცევს
მაგიდაზე მიმოფანტული ფერადი აბები და გიორგის გასძახებს/
ანა:საყვარელო ეს რა წამლებია?
გიორგი:თავი გაანებე! ასე ადრე რატომ მოხვედი?/ბიჭი აღელვებული შემორბის სცენაზე, წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეული/
ანა:არ გაგიხარდა?
გიორგი:კი, რა თქმა უნდა ძვირფასო, მაპატიე...
ანა:ეს რა წამლებია?
მთხრობელი:კითხვა გავუმეორე.
გიორგი:არაფერი, ცოტას გაგვახალისებს…
ანა:ანუ? ნარკოტიკები?/ძლივს იკავებს გოგონა ცრემლებს/
გიორგი:არა ძვირფასო, ჩვეულებრივი წამლებია, აფთიაქში იყიდება
ურეცეპტოდ, ვინ გაყიდის ნარკოტიკს ასე მარტივად? უბრალოდ დიდი დოზა ცოტას გაგვახალისებს./უახლოვდება და გოგონას შუბლზე კოცნის/
ანა:ვინ გასწავლა?
გიორგი:არავინ!
ანა:მე არ მინდა!
გიორგი:კარგი მარტო დავლევ, მე მეტი შემხვდება…
ანა:არც ის მინდა შენ რომ დალიო, გადაყარე გთხოვ!
გიორგი:კარგი რა ანა, როდიდან გახდი ასეთი უმუღამო, ერთხელ
გავსინჯავთ და მორჩება!
ანა:არ ვიცი…
გიორგი:გინდა თუ არა?
ანა:თუ მთლიანად შენ უნდა დალიო, მაშინ გამიყავი!/გიორგი დივანზე ჯდება, ანაც გვერდით მიუჯდა./
გიორგი:ასე არ ჯობია, ახლა ისევ ჩემი გოგო ხარ, მოდი ჩემთან.
გიორგი:10 – შენ, 10 – მე, მოსულა?
ანა:ბევრი არაა?
გიორგი:არა./ნიკაპზე ხელით გაეთამაშება და შუბლზე აკოცებს/
მთხრობელი: …ჩავყლაპეთ…მალევე მიმეძინა სველ მამაკაცზე მიკრულს. დილით
რომ გავიღვიძე ისევ დივანზე ვისხედით ორივე, ორივეს გვაგვიანდებოდა სამსახურში, მე არც კი გამომიცვლია სამოსი ისე გავიქეცი. მან – არ ვიცი. გზაში რაღაც ენერგია ვიგრძენი, დილით სანამ ყავას არ დავლევდი აზრზე ვერ მოვდიოდი ხოლმე, ეს კი რაღაც ახალი იყო. თეატრშიც ყველაზე კარგად ვითამაშე ჩემი როლი, იმდენად კარგად რომ რეჟისორმა დამაწინაურა, ახლა მე კი აღარ ვიყავი დუბლიორი, პირიქით, მე მყავდა დუბლიორი. ყველაფერი კარგად ამეწყო.
მთელი კვირა ხალისიანად გავატარეთ. ჩემი ბიჭიც სტატიას სტატიაზე აქვეყნებდა./ ბიჭი გაზეთს უჩვენებს შეყვარებულს, სადაც მისი სტატიაა, გოგონას უხარია და ეხუტება, ის კი უყვება თუ როგორ კარგად ითამაშა რეპეტიციაზე. ეს ყველაფერი ხდება უხმოდ. განათება მთხრობელზეა გადატანილი, რომელიც უკან არ იხედება, ხელში ბლოკნოტი უჭირავს და იქ წერს რასაც ყვება/ სავარძელში ვიჯექი და როლს ვიმეორებდი, ის ტელევიზორს უყურებდა. შევამჩნიე რომ რაღაც ვერ ასვენებდა. მერე ხმა ამოიღო.
გიორგი:ანნ...
ანა:ჰო./პირში კალამი აქვს და არც იხედება მისკენ/
გიორგი:არ გინდა ერთხელ კიდევ ვცადოთ?/გოგონა სათვალეს იხსნის და მისკენ იხედება/
ანა:რა?
გიორგი:ხომ ნახე ეს კვირა როგორი ენერგიული და გიჟური იყო?
ანა:რა? არა! ხომ შემპირდი რომ მხოლოდ ერთხელ გავაკეთებდით
ამას?
გიორგი:კარგი, კარგი მაპატიე…
მთხრობელი:ძალიან გავბრაზდი, ფეხზე წამოვხტი, ამის გაფიქრებაც კი რომ გაბედა, სათვალე მოვიხსენი, უფრო სწორედ ჩამოვიგლიჯე და სცენართან ერთად დავახეთქე სავარძელზე, მე კი საწორში ტანსაცმლიანად შევიკუჭე და ავქვითინდი. /რასაც ყვება, უკან მოქმედებაში აისახება. ბიჭი ადგება, მონანიე სახით და გოგონას მიუწვება, შუბლზე კოცნის./
გიორგი: მაპატიე....
/იძინებენ. გოგონა ადრე იღვიძებს, ემზადება წასასვლელად/
გიორგი:სად მიდიხარ?
ანა:სამსახურში!
გიორგი:ადრე არაა?
ანა:ადრე დამიბარეს!/უხეშობს/
გიორგი:კარგი, მაშინ მე ცოტას კიდევ გავინებივრებ…/გადაბრუნდება/
ანა:როგორც გინდა…/ნაწყენი ტონით/
მთხრობელი:<(<ჩავიცვი
და უმისამართოდ ხეტიალი დავიწყე. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. აფთიაქი დავინახე, უცებ
მომინდა მეყიდა “სიცოცხლის ელექსირები”, მაგრამ დილანდელი ჩხუბი გამახსენდა და არ ვიყიდე,
თუმცა ვიტყუები, უბრალოდ სახელი არ მახსოვდა. სამსახურში დავრეკე და ვუთხარი რომ ვერ
მივიდოდი. შინ დავბრუნდი. იქ კი საოცარი სურათი დამხვდა. /უკან ხდება ის რასაც მთხრობელი ყვება. გოგონა ჩანთის თრევით შედის მისაღებში და ხედავს შეყვარებულს, რომელიც ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშაა და დივანზე ზის. წელს ზემოთ შიშველია/
ანა:ვიცოდი!/ყვირის/
გიორგი:ანა?/გაკვირვება/
ანა:ნაბიჭვარი ხარ, ვერ გიტან! როდიდან დაიწყე ტყუილები?
გიორგი:კარგი გეყო, გპირდები რომ ბოლოა…/ძლივს დგება ფეხზე, უახლოვნება გოგონას და ეხუტება/
ანა:სულ დალიე?
გიორგი:რა?
ანა:არ დამიტოვე?
გიორგი:არა...
ანა:მაშინ წადი და მიყიდე!
გიორგი:ანა…
ანა:წადი!
გიორგი:კარგი./იქვე ახლოს მიგდებულ მაისურს იცმევს და მიდის, ანა დივანზე ჯდება და ელოდება/
მთხრობელი:კიდევ ერთი ენერგიული კვირა…ძალიან მივეჩვიეთ, “ენერგიულ”
კვირებს და კვირები დღეებით შევცვალეთ.მერე მივხვდით რომ ეს ტაბლეტები ზედმეტად სუსტი
იყო ჩვენთვის. დოზა გავზარდეთ… /გოგონა მაგიდაზე ალაგებს აფთიაქის რამდენიმე პარკს/ცოტა ხნით გვაკმაყოფილებდა, მაგრამ მერე – აღარ. ადამიანი
ხომ ღორივითაა, არასოდეს არაფერი არ ჰყოფნის. მერე ტაბლეტები უფრო ძლიერი, სხვა ტაბლეტებით
შევცვალეთ./გოგონა ჩანთიდან 2 შპრიცს იღებს/ ბოლოს ვენაშიც დავიწყეთ საზიზღრობების შეყვანა. ახლა ეს ყველაფერი სიცოცხლის
ელექსირი კი არა უბრალოდ ნარკოტიკი იყო, ჩვენ კი – ნარკომანები! ენერგიას აღარ გვიმატებდა,
პირიქით, გვართმევდა კიდეც. მე ისევ “ჩამომადუბლიორეს”. ერთხელ შინ მისულმა ვნახე რომ
ჩემი ბიჭი ტიროდა. პირველად ვნახე./ბიჭი დივანზე ზის თავი ხელებში აქვს ჩარგული და ტირის/
ანა:რა დაგემართა ძვირფასო?/გოგონა ჩანთას იატაკზე აგდებს და ბიჭის წინ მუხლებზე ეცემა, ცრემლებს სახელოთი უწმენდს/
გიორგი:გამომაგდეს!
ანა:ვინ?
გიორგი:ანა, რა თავს იდებილებ, ვინ გამომაგდებდა, უფროსმა!
ანა:როგორ გაგიბედა, მაგას თავი ვინ ჰგონია, ახლავე მივუვარდები
და თმით ვითრევ!
გიორგი:დაჯექი რა!/გოგონა გვერდით უჯდება/
ანა:რას ნიშნავს გამოგაგდო?!
გიორგი:2 კვირაა არაფერი დამიწერია, კიდევ კარგად ითმინა.
ანა:არაუშავს, სხვა სამსახურს იშოვი!
გიორგი:არ გესმის?
ანა:რა უნდა მესმოდეს?
გიორგი:ნარკომანი ვარ!
ანა:მერე რა, მეც… ეგ ვისი რა საქმეა?
გიორგი:არავის უნდა რედაქციაში ჩემნაირი…
ანა:კარგი, დაივიწყე! მე მოგივლი… მიყვარხარ…
გიორგი:მართლა?
ანა:რა თქმა უნდა!
გიორგი:მოდი მოვეშვათ რა…
ანა:ჰო, მოვეშვათ… ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, კარგი?
გიორგი:კარგი…/გოგონა მას საწოლამდე მიიყვანს, საბანს უსწორებს, ლოყაზე კოცნის, გამოდის და სავარძელში ჯდება, სიგარეტს უკიდებს./
მთხრობელი:დილით სამსახურში წავედი. იქიდან კი აფთიაქში გამოვიარე,
როგორც ყოველთვის… /გოგონა შინ ბრუნდება, ბიჭი დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს/
ანა:საყვარელო, როგორ ხარ, დამშვიდდი?
გიორგი:ცოტათი…
ანა:ანტიდეპრესანტები მოვიტანე, /უთხრა და თვალი ჩაუკრა./
გიორგი:კარგი რა, ხომ დამპირდი?!
ანა:ბოლოა!
გიორგი:არ მინდა, არ გვინდა რა!
ანა:შენ თუ არ გინდა, მე მეტი დამრჩება!
გიორგი:გეყოფა, მომეცი და გადაყარე!/გიორგი ანასთან მივიდა. წამალი გამოართვა და პირდაპირ
ფანჯრიდან გადააგდო./
ანა:კარგი, თუ ასე გინდა!/უთხრა და ჩაეხუტა./
გიორგი:ჰო, მინდა!
მთხრობელი:რამდენიმე დღე გავძელით./ანა იცმევს. გიორგი საწოლში წევს.ანა კურტკას იკრავს.ჩანთიდან
ფულს იღებს. გიორგის საწოლზე უგდებს და უღიმის./ სამსახურში მივდიოდი, ფული
დავუტოვე რამე იყიდე და მეც მალე მოვალ-მეთქი. შემოწმებას ვუპირებდი, მეგონა ვერ გაძლებდა
და ისევ კაიფს დაიწყებდა ჩემგან მალულად, მაგრამ შევცდი. შინ რომ მოვედი ერთი კონიაკის
ბოთლი და ბევრი საჭმელი იდო მაგიდაზე. ის ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა./ბიჭი ფანჯარასთან დგას და ეწევა/
ანა:არ გიყიდია?
გიორგი:რა?
ანა:“ის”?
გიორგი:არა, ხომ შევთანხმდით?
ანა:ჰო!
/ჩანთა იატაკზე უვარდება, გაოცებულია, უცებ ადგილიდან წყდება გარბის და ძლიერად ეხუტება/
ანა:კარგი ბიჭი ხარ.
გიორგი:იმედია შენც კარგი გოგო ხარ,
/გიორგი მაცდურად გაუღიმებს./
ანა:რა თქმა უნდა…
მთხრობელი:მეორე დღეს ისევ დავუტოვე ფული და ისევ წავედი სამსახურში.
აფთიაქთან რომ გავიარე სულმა წამძლია და ვიყიდე ჩემი ცხოვრების სანგრევი მასალა, ოღონდ
ამჯერად მხოლოდ ერთის დოზა. საგრიმიოროში ვიჯექი. ვეღარ მოვითმინე და ნემსი პირდაპირ
საგრიმიოროში გავიკეთე. /გოგონა სცენის წინა პლანზე ზის და მაკიაჟს იკეთებს, მერე ნემსს ამოიღებს და ვენაში შეუშვებს/
კარგად ვიგრძენი თავი. სახლში რომ დავბრუნდი ის მთვრალი იყო
და ეძინა. გამიხარდა, ასე ვერაფერს მიხვდებოდა. ყოველდღე მთვრალი მხვდებოდა, და სულ
ეძინა./ბიჭი ბოთლით ხელში სცენაზე სცენის მეორე მხარეს დაბოდიალობს, ხან საწოლში ძინავს, ხან ლოგინში/ ერთმანეთს თითქმის ვეღარ ვხედავდით. ისიც ვერ ხედავდა ჩემს ჩაშავებულ თვალებს
და ვერც მე- მის ჩასისხლიანებულებს.იქნებ ასეც ჯობდა?
/ანა საგრიმიროროში შედის, ჩამოჯდება და წამალს იღებს ჩანთიდან,
ამ დროს რეჟისორი შემოდის საგრიმიოროში და დაინახავს ანა როგორ აპირებს ნემსის გაკეთებას./
რეჟისორი:დიდი ხანია ვეჭვობ…
ანა:გთხოვ არავის უთხრა და ბოლო იქნება…
რეჟისორი:შენთვითონ გჯერა მაგის?
ანა:რა თქმა უნდა…
რეჟისორი:მე არა! თუ გინდა რომ არ გაიგონ რატო გიშვებ, აიბარგე
და უსიტყვოდ წადი!
ანა:გთხოვ…
რეჟისორი:უსიტყვოდ-მეთქი!
მთხრობელი:მეც უსამსახუროდ დავრჩი… რა ვუთხრა ახლა “მას”? /გოგონა ფეხზე დგას და სასოწარკვეთილი ხან ერთ კუთხეს აწყდება ხან მეორეს, მამაკაცი კი ისევ ბოთლით ხელში ზის დივანზე და იქვე მიეძინება./მაშინვე
მიხვდება… ჯანდაბა! იქნებ მთვრალი დამხვდეს და ისევ ეძინოს? მართლაც, უკვე კარგად დასპირტულს
ღრმად ეძინა. ვერ დავიძინე… დილით ადრე ავდექი და ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე,
მისთვის არც მითქვამს რა დამემართა. /ანა ლებს წევს და კუპიურებს გამოაძრობს/ცოტა ფული მქონდა გადანახული, და იმას ვხარჯავდი,
მაგრამ ლიმიტი ამოიწურა და სამსახურშიც აღარავინ ამიყვანა./მეორედაც ასწევს და იქ აღარაფერია, თავში ხელებს წაიშენს და საწოლზე ჩამოჯდება, თავს ხელებში რგავს. ბიჭს დივანზე სძინავს./ სახლში ვერ ვიტყოდი რა მოხდა.
რომ მეთქვა რა აზრი ჰქონდა, მე წამალი მჭირდებოდა, ზედმეტად “შევჯექი”. /მოკლე კაბას და ლიფს ჩანთაში ტენის და კულისებში გადის/ მეძავობა დავიწყე.
ის კი ნამდვილ, აყროლებულ ლოთად იქცა, რომელსაც სულ ეძინა. მეზიზღებოდა ისიც და საკუთარი
თავიც. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა მეგონა! /გოგონა მძინარე შეყვარებულს მიუწვება/ერთხელაც დილით ჩამეძინა და ვერ გავედი შინიდან
იმ დროს, როდესაც როგორც წესი, “თეატრში” მივდიოდი ხოლმე./ბიჭს გაეღვიძა, წამოჯდა საწოლში, საათს დახედა, მერე გოგონას ნაზად მხარზე შეეხო და გაღვიძება დაუწყო/
გიორგი:სამსახურში არ მიდიხარ?
ანა:არა…
გიორგი:რატომ?
ანა:ვისვენებ…
გიორგი:მართლა? რა კარგია, თორემ მოვიწყინე მარტომ და სულ გავლოთდი,
რამდენი ხნით?
ანა:სამუდამოდ…
გიორგი:რა?
ანა:გამომაგდეს…/წამოჯდება და გაბრაზებით გაუყრის თვალს თვალში/
გიორგი:რატომ?
ანა:არ მოეწონათ ჩემი თამაში…/ზურგს აქცევს და დგება/
გიორგი:მატყუებ!
ანა:არა…
გიორგი:თვალებში შემომხედე!/გოგონა საწოლის ბოლოში ჯდება, მისკენ გრუნდება/
ანა:გიყურებ…
გიორგი:მატყუარა ხარ!/უთხრა და სილა გააწნა... ანას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა/
ანა:დამარტყი?
გიორგი:ჰო, დაგარტყი!
ანა:რა დაგიშავე?
გიორგი:მომატყუე! რას გიგავს თვალები, ნარკომანი ხარ!
ანა:რა შენი საქმეა! ეგრე შენ ლოთი ხარ მაგრამ მე არ გირტყამ!
გიორგი:ჰოდა, ძალიანაც ცუდს აკეთებ! რომ დამარტყა იქნებ აღარც
დავლიო!
ანა:კარგი!
/მიიწია საწოლის ბოლოდან მისკენ და მთელი ძალით სილა გააწნა/
ანა:ეს გინდოდა არა?
მთხრობელი:ისევ მე დავიწყე ტირილი… ვერ ავიტანე მისთვის ჩემს მიერ
მიყენებული ტკივილი, არადა უკვე მეგონა მძულდა, თურმე იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ადრე./ამ დროს წყვილი ერთმანეტს უყურებს თვალებში და არ ინძრევა. მერე გოგონა წყდება ადგილიდან და ბიჭს მტელი ძალით ეხუტება/
მთხრობელი:ყველაფერი მოვუყევი. მეგონა მიმატოვებდა. მაგრამ თვითონაც ატირდა./თხრობის პარალელურად გოგონა უხმოდ ყვება ისტორიას, ბიჭი თავს რგავს ხელებში და ქვითინებს./
გიორგი:მაპატიე...
ანა:შენ რატომ მთხოვ პატიებას?
გიორგი:მე ჩაგაგდე ამ დღეში, იმ დაწყევლილ დღეს… რომ შემეძლოს
ერთი წამით მაინც უკან დაბრუნება…
ანა:გაჩუმდი…
გიორგი:ერთად ყველაფერს გადავიტანთ…
ანა:ვიცი…
გიორგი:გინდა ყავა?
ანა:კი…/ბიჭი საწოლიდან დგება და კულისებში გადის, იქიდან იძახის/
გიორგი:შაქარი აღარ ყოფილა…
ანა:არაუშავს უშაქროდ დავლევ…/გასძახებს გოგონაც/
გიორგი:მაპატიე…/ბიჭი ორი ფინჯნით ბრუნდება, საწოლზე ჩამოჯდება, ერთს გოგონას უწვდის, მეორეს თვითონ იტოვებს, თავს დაბლა წევს/
ანა:გაჩუმდი-მეთქი… ყველაფერი დამთავრდა…/ანა ნიკაპზე კიდებს ხელს და თავს მაღლა აწევინებს, რომ თვალი გაუსწოროს./
გიორგი:დროული იყო, დამიჯერე…
ანა:იქნებ დაგვიანებულიც, მაგრამ არაუშავს… მთავარია ერთად
ვართ…
გიორგი:ჰო./ბიჭი, ყავის ფინჯნით ხელში გოგონას ეხუტება. მთხრობელი კულისებში გადის/
/ფარდა./
This post has been edited by მადამ ფისუნია on 23 Nov 2015, 00:05