"ბლუმენ ბლუმენ ანუ როგორ მომენატრა ჩემი მშვენიერი ლედი"უკვე ყველასათვის ცნობილია როგორი კარგია ბლუმი...
როგორ მიყვარს ბლუმი...
ბლუმი 8 წლისაა და ის ციდან ნატყორცნი ანგელოზია...
მაგრამ მთავარი ის არის რომ ის ახლა შორსაა...
ის ახლა 236 კმ-ით არის დაშორებული ჩვენგან და ყოველ წამს ვენატრებით....
ჩვენც გვენატრება...
ხშირად წუწუნებს რომ დავივიწყეთ მაგრამ ცდება, რადგან არ იცის როგორ "ვჭორავთ" როცა ის აქ არ არის,,,
არც ის მითქვამს როცა მენატრება მისი სახელობის სიმღერას რომ ვუსმენ და მასზე ვფიქრობ,,
ერთ მშვენიერ დღესაც მონატრებამ პიკს მიაღწია და პირდაპირ ანგელოზის კალთაში აღმოვჩნდი...
არ მითქვამს რა ბედნიერი დღეები გავატარე მასთან...
არ მითქვამს როგორ მაკლია მისი რვა წლის გოგოსებრი ღიმილი და გულწრფელი ჩახუტება,,,
არ მითქვამს როგორ მიშუშებს, მიყუჩებს და მიკლავს ყოველგვარ ტკივილს მისი წამოწუწუნება:
"აუ თითი გავიჭერი და სისხლისგან ხომ არ დავიცლები და მოვკვდები?"
"აუ სიცხე მაქვს 36,7 და ფილტვების ანთებით ხომ არ მოვკვდები?"
"აუ დღეს დამახველა და კიბო ხომ არ მაქვს?"
"აუ დღეს ერთ ბიჭს ლოყაზე ვაკოცე და ორსულად ხომ არ ვარ?"
და კიდევ ბევრი სისულელე, მაგრამ მისი სულელური წუწუნი ბევრი ფილოსოფოსისა თუ ფსიქოლოგის სიტყვაზე მეტს იწონის, მეტი ძალა აქვს და მეტად შეუძლია მოგნუსხოს და მიგაჯაჭვოს ამ ციდან ჩამოვარდნილ კიკინებიან გოგოს, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ...
შენც გიყვარს...
უფრო მეტად გიყვარს...
სიყვარულს გიძლიერებს მისი სულელური, ბავშვური წამოძახილები,,
ის ყველაფერს ინერციით გამოსტყორცნის ბაგეებიდან, რაც კი რამ გაუელვებს თავში...
შორიდანვე გრძნობ მის მოახლოებას, რადგან უკუნით სიბნელესაც კი მომენტალურად გაფანტავს და პოზიტივის ნაპერწკლებს ყრის...
ამ ნაპერწკლებს თუ არ უფრთხილდი დაგწვავს!
ბლუმენ ბლუმებ ბლუმენ..........
ყველას უყვარს ბლუმენ...
ყველას გვენატრება ბლუმი...
და ვიცით რომ ბლუმიც ეკლებზე ზის უჩვენოდ, მაგრამ...
მაგრამ ზაფხული უკვე გზაშია
ლავ ლავ ლავ..........
EisblumE This post has been edited by მადამ ფისუნია on 16 May 2016, 08:09