ჩემი შემოქმედება.
გავიდა წლები
დაიკარგა ამ კუნძულზე ძველებური მხიარულება
ხალხმა უფრო მოდური ქვეყნები არჩია საცხოვრებლად და ოკიანის ეს ზურმუხტი, ნელ-ნელა უკაცური ხდებოდა
მაგრამ რაც უფრო ხალხნაკლული იყო, მით უფრო იზიდავდა თავგადასავლის მოყვარულ ახალგაზრდებს, რადგან ამ კუნძულზე ლეგენდა დადიოდა, კუსტოს ბარის წყევლაზე
და აი წლების შემდეგ, კუნძულზე ფეხი დადგა რამდენიმე ახალგაზრდამ. მათი სახეები ინტერესს გამოხატავდა. მათი თვალები ცხოველ სურვილს, თავგადასავლების ძიებისა.
ერთი მათგანი იყო მაღალი მხარბეჭიანი და კუნთმაგარი. მისი გამომეტყველება ინტელექტის ნაკლებობაზე მეტყველებდა, (რაც პირის გაღებისთანავე თვალშისაცემი იყო)
მეორეც არ უჩიოდა თავის სიგრძეს, მაგრამ პირველისგან განსხვავებით უფრო ტანწვრილი იყო. ის ბავშვივით ცმუკავდა და აღტაცებას გამოთქვამდა ამ იდუმალ ადგილზე ჩამოსვლით.
მესამე კი საშუალო აღნაგობის ყმაწვილი იყო. სათვალეები ეკეთა და თავშეკავებული მზერით ათვალიერებდა იქაურობას, ხანდახან თუ წარმოთქვამდა რამეს. ის აშკარად ჯგუფის მეთაური იყო.
ყმაწვილები გზას დაადგნენ და პირველივე შემხვედრს ჰკითხეს თუ სად მდებარეობდა კუსტოს ბარი.
შემხვედრმა მათ გაკვირვებული თვალით შეხედა და უთხრა:
—კი მაგრამ ახალგაზრდებო, იქ რა გინდათ?
—აუ ეხლა არ დაიწყო რა ჭკვიანური დარიგებები,—წამოიძახა მხარბეჭიანმა—თუ იცი გვითხარი, თუ არადა გაგვეცალე
—წყნარად კრის—უთხრა ტანდაბალმა—სერ, ჩვენუბრალოდ გვაინტერესებს ვნახოთ ეს ლეგენდარული ბარი, რომელზედაც ამდენი რამე გაგვიგია
—კი მაგრამ, თუ ამდენი რამე გაგიგიათ, უნდა იცოდეთ, რომ არ ღირს იქ მისვლა. თუმცა რას გაწვალებთ. კუსტოს ბარი კუნძულის მეორე ბოლოში მდებარეობს, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ ადრე იქ იყო დიდი ნავსადგური, მაგრამ დროთა განმავლობაში მიივიწყა ხალხმა იქაურობა. ეს ყველაფერი კი ბარის გამო. გაფრთხილებთ არ ღირს იქ წასვლა!
—კარგი რა ბიძია-თქვა წვრილმა—სულელები კი არ ვართ, არ მოგვივა არაფერი
—იმედი მაქვს
—გმადლობთ პასუხისათვის სერ.—მიუგო ტანდაბალმა და ჯგუფმა გააგრძელა გზა
—ღმერთმანი რობ, რა საჭირო იყო ამდენი საუბარი. ნუთუ პირდაპირ არ შეიძლებოდა ეთქვა
—კარგი რა კრის, სად გეჩქარება. ადგილობრივ მაცხოვრებლებთან თავაზიანად უნდა მოვიქცეთ, პასუხი ხომ უხეშობის გარეშეც გავიგეთ
—ერთი სული მაქვს როდის ვნახავთ იმ ბარს, მთელ მსოფლიოში როგორ გაუვარდა სახელი, ზუსტი ისტორია არ იცი კლარკ?—ჰკითხა ტანწვრილმაა
—ბენ, მეც ის ვიცი რაც თქვენ. მაგრამ ეჭვი მეპარება მართალი იყოს. საშინელებათა ფილმებს უფრო გავს ეს ამბავი, ვიდრე რეალობას
ყმაწვილებმა საუბარში საკმაო მანძილი განვლეს. შემოაღამდათ უკაცურ ადგილას და მათ გადაწყვიტეს კარვები გაეშალათ.
—რას არ მივცემდი ახლა ერთ ჭიქა ტეკილაში და ჩემს თბილ საწოლში, ჩესტერფილდსტრიტზე—ჩაიბურტყუნა ბენმა
—მართლაც, საკმაოდ სუსხიანი ამინდია—დაეთანხმა რობერტი
—ნუ წუწუნებთ გოგოებივით, უმჯობესია კარვების დადგმაში დამეხმაროთ. ბენ შენ წადი ფიჩხი მოიტანე
—კი მაგრამ...
—ნუ გეშინია არ დაიკარგები, თოთო ბალღი ხომ არ ხარ?!
—რატომ ყოველთვის მე?—წუწუნებდა ბენი და მახლობელი ტყისკენ გაემართა.
ტყეში ბნელოდა, ჭოტების კივილი გაისმოდა. იყო მასში რაღაც იდუმალი. ცნობისმოყვარეობამ აიტანა ბენი და გააგრძელა გზა ტყის სიღრმეში. მოულოდნელად, მან დაინახა ძლივს შესამჩნევი ბოლის სვეტი, რომელიც დაახლოებით 200 იარდში მოჩანდა.
ბენი უკან გამოიქცა.
—ნეტავ სად დაიკარგა ის სულელი ამდენ ხანს—ბრაზობდა კრისი
—ჰეი, კრის, რობ, წამომყევით იქ სახლია!!!!—სულს ძლივს ითქვამდა ბენი
—სახლი? რა სახლი? რა სისულელეებს ჩმახავ ბენ?
—გეფიცები კრის არ გატყუებთ. უღრან ტყეში სახლია და შიგ ვიღაც ცხოვრობს
—მართლაც. ეგება თავშესაფარი გვეთხოვნა?—დაინტერესდა რობერტი
—რა ვიცი, რა ვიცი. არ მომწონს ეგ იდეა. უღრან ტყეში თავისი სურვილით რომელი კეთილი ბებია გადაწყვეტდა ცხოვრებას?—ორჭოფობდა კრისი
—ნეტავი ერთი კრის, თვითონ ამბობ სისულელეებს. აბა ვინ არის? მანიაკი თუ სერიული მკვლელი?
—კარგი წავიდეთ, მაგრამ არ მომწონს მე ეს ამბავი. საერთოდ არ მომწონს
მეგობრებმა კვლავ აიკრეს გუდა-ნაბადი და ტყეში შევიდნენ. ბენი მათ თამამად მიუძღვოდა წინ. დაახლოებით ნახევარი საათი იარეს
—ბენ. სრულიად შემთხვევით გზა ხომ არ აგვებნა?—სარკაზმით ჰკითხა კრისმა, რომელსაც მუშტები ექავებოდა
—არა კრის გეფიცები. ის სახლი სადღაც აქ უნდა იყოს. შენობა არ დამინახია, მაგრამ ხეების უკნიდან ბოლი რომ ამოდიოდა ის შემიძლია დავადასტურო
—რა ### ხარ ბენ—

(ეს მოძრაობა გააკეთეს კრისმაც და რობერტმაც)—გეთქვა რომ შეგეშინდა და ახლა უკვე დავიძინებდით კარავში.
ბენი თავჩაღუნული იდგა. გასამართლებლად ვერაფერს ამბობდა. მან ხომ მართლაც დაინახა ბოლი. ახლა კი ვერაფერი იპოვა
—უკან გავბრუნდეთ. ისღა გვაკლია ამ უღრან ტყეში გავათიოთ ღამე—თქვა რობერტმა და უკან გამოტრიალდა
ის და კრისი შედარებით წინ მიდიოდნენ, ბენი უკან მოჩანჩალებდა და ჯავრს ბალახზე იყრიდა.
—არა რა, ვამბობდი არ უნდა დავუჯეროთ მეთქი. ხომ ვიყავი მართალი?
—კი კრის. მეც შევცდი. არ უნდა დამეჯერებინა ბენის ამ სულელური ნათქვამისთვის
—მე ვთვლი, რომ ბენი უნდა დავსაჯოთ.
—კარგი აზრია. ბენ! ამ ღამით ცეცხლს შენ უყარაულებ, გესმის? ბენ?—კრისი და რობერტი უკან მოტრიალდნენ, მაგრამ ბენი ვერ დაინახეს.
—ო ღმერთო რა მოხდა ნეტავი?—ამოიგმინა კრისმა. მათ ჩირაღდნები მოიმარჯვეს და ჩქარი ნაბიჯით უკან დაბრუნდნენ. რობერტი დაიხარა.
—აი ბენის ფეხის ნაკვალევის ბოლო ანაბეჭდი—წამოიძახა მან მღელვარებით
—სხვა ნაკვალევი არ ჩანს?—ჰკითხა შეშფოთებულმა კრისმა
—ნაკვალევი არა, მაგრამ ფრიად საგულისხმო რამ.—თქვა რობერტმა და მიწიდან შავი ბეწვი აიღო
—კარგი რა რობ. ეგ ხომ უბრალო ბეწვია. ტყეში ნადირი დაილია?
—არა ჩემო მეგობარო. ეს უბრალო ბეწვი არ გახლავთ. ეს არის კარგად მოვლილი, შინაური შავი კატის ბეწვი. შეგიძლიათ დამისახელოთ ტყეები, სადაც შინაური და მოვლილი კატები ბინადრობენ? არა!

—ბეეენ!!!!!!!!
—ბენ!
—ბეეენ!!!!!!
—მოიცა კრის, ასე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, პირიქით შეიძლება დამნაშავის ყურადღებაც მივიპყროთ
—მერე ჩვენც ეგ არ გვინდა? გამოვიდეს ერთი, მე ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი მეგობრის გატაცება
—განა მე არ მინდა ბენი დავიბრუნოთ? უბრალოდ აქ ჭკუით უნდა ვიმოქმედოთ და არა მუშტებით გესმის? ახლა სავსებით შესაძლებელია, რომ დამნაშავე გვითვალთვალებს და ჩვენი მოტაცების გეგმებს აწყობს, მაგრამ ჩვენ მასზე უკეთესი გეგმა უნდა მოვიფიქროთ
—ვაიდა ბენი ცოცხლებში აღარც წერია? ოოოოოოოოოხ, მე ამას არასდროს ვაპატიებ ჩემ თავს. ჩემი ბრალია ბენის დაკარგვა. ტყეში ის ხომ მე გავგზავნე
—ჩუმად კრის. თავი ხელში აიყვანე. რამეს მოვიფიქრებ. წამოდი ჯერ რამე უსაფრთხო ადგილი ვიპოვოთ
ისინი გზას გაუდგნენ.
—მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხელ კვალზე უნდა გავყოლოდით...
—შეწყვიტე სისულელეები. დეტექტივებში რაც წაგიკითხავს ისე კი არაა ყველაფერი. მე ამ ბეწვმა ბევრი რამ მითხრა და ყველაფერ ამას გამოვიყენებ. გასაგებია კრის?!—ამბობდა რობი და თან ბლოკნოტში რაღაცას იწერდა
—.................
—ო ღმერთო კრისიც გაქრა. მართლაც წყეულიმც იყავ ტარტაროზო!!! მაგრამ არა, პანიკას არ უნდა ავყვე. ყველაფერი უნდა გავაანალიზო, მე ვაჯობებ ამ წყეულს—რობი ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ოდნავ შესამჩნევ ბილიკს და ზღვის პირას გავიდა
—აქ ჩუმად ნამდვილად ვერ მომეპარება
—ახლა კი კარგად დავფიქრდეთ, რა ფაქტები გვაქვს:
ფაქტი ნომერი პირველი: დამნაშავე არის მოხერხებული და ეშმაკი. ის ჩუმად ეპარება მსხვერპლს როგორც ვეფხვი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ალბათობით არის ადამიანი. ბენი ამბობდა რომ მან დაინახა კვამლი, კვამლი კი ცეცხლის გარეშე არ არის. ცეცხლი შეუძლებელია ცხოველს გაეჩინა. შესაბამისად ეს არის ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი მონადირე. ალბათ ტყვეში დიდხანს ცხოვრებამ მისცა მას ეს გამოცდილება.
ფაქტი ნომერი ორი: კატის ბეწვი. ეს გვაძლევვს მოსაზრებას, რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარს კატები. უფრო მეტიც!! ის ალბათ გიჟდება კატებზე.
—რა გავიგეთ აქედან? საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ და გამოცდილ, კატების მოყვარულ მონადირესთან. უნდა ვიყოთ ფრთხილად, გამორიცხული არ არის მას მახეები ჰქონდეს დაგებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
—ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ შევებრძოლო მე მას?
მან ხელი მოაფათურა ჩანთაში და გაეღიმა. ამოიღო ფინური დანა და ასევე დიდი სანადირო დანა რომელსაც სტივი დიდი რუდუნებით ინახავდა და ძალიან უყვარდა. ჩაიხედა ასევე ბენის ჩანთაში, სიხარულით ამოიღო სანადირო თოფი, მაგრამ სიხარული მალე მწუხარებად შეეცვალა, ბენს ვაზნების მაგივრად ქვამარილი ჰქონდა წამოღებული მოჩვენებების დასაფრთხობად
—ოხ ბენ.—ამოიოხრა რობმა.—ვინ იცის იქნებ ახლა ცოცხალიც აღარ იყო? იქნებ დაგხოცათ შენც და სტივიც იმ არაადამიანმა?
რობს სახეში სისხლი მოაწვა.
—არა!! მე ამას არ დავუშვებ. მე მოვალ და დაგიხსნით ორივეს. ჩვენ მეგობრები ვართ, ჭირშიც და ლხინშიც, მე არა მაქვს უფლება თქვენ მიგატოვოთ გასაჭირში. რაც არ უნდა მოხდეს, რა სირთულეების დაძლევაც არ უნდა მომიხდეს, მე მაინც მოვალ და გაგანთავისუფლებთ!!!—გაიფიქრა რობმა და გზას გაუდგა
ტყეში გზის გაკვლევა, მითუმეტეს ღამით რთული საქმეა მითუმეტეს ღამით. მაგრამ მან იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. მიდიოდა მგლის ნაბიჯებით, ფრთხილობდა. ცივი სიო ჰქროდა და სასიამოვნოდ ხვდებოდა მის გახურებულ სახეს. ბუნებას თითქოს პირი შეეკრა. არცერთი ცხოველის თუ ფრინველის ხმა არ ისმოდა. რობერტი მიდიოდა და თან ფიქრობდა, ვაითუ ვეღარ მიუსწროს მეგობრებს? ხომ შეიძლება ვერ დაამარცხოს ის ადამიანი და.... მაგრამ არა!!! მას არ აქვს უფლება დამარცხდეს!!! მან უნდა შეძლოს წარმატების მოპოვება თავისი მეგობრების გულისათვის, მას არ შეუძლია გაუცრუოს მათ იმედები. ის ხომ მათი უკანასკნელი შანსია თავისუფლებისკენ. რობი გამხნევდა. უეცრად მან დაინახა სწორედ ის კვამლი ხეებს შორის, რომელზეც ბენი ლაპარაკობდა!!! მან გააურკეცა თავისი სიფრთხილე და გაუყვა ბილიკს ამ კვამლისკენ. ის ყოველ ნაბიჯზე ელოდა მახეს და მუხანათობას. ის წუთები მისთვის საუკუნეებად იქცა და აუტანელი გახდა და ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ხეებში ჩაკარგული ღობე, რომელზედაც იყო წარწერა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
***************
