როგორც ახლო მდებარე თემაში აღვნიშნე შემოქმედებით კრიზისს განვიცდი, ამიტომ არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ თავს ვაიძულებ ვწერო.
ნაწყვეტი რომანიდან
"მთის შვილი დედამიწაზე" ... მთაში საღამოობით, ზაფხულშიც ცივა.
იმ საღამოსაც ციოდა, როდესაც იშვა, ჭეშმარიტი მთის შვილი. ნამდვილი ხევისბერი.
რომელი წელი იყო?
ზუსტად არ ვიცი, თუმცა
Datvlas_vin_gTxovs?
მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენთან, დედამიწაზე ცხოვრობს, მთის სიყვარული სისხლში უჩქეფს...
ეტყობა რომ მისი შვილია...
მისი გარეგნობაც მეტყველებს, რომ მთის ჰაერი არვს ხარბად ნაყლაპი. ის შავგვრემანია, მხარბეჭიანი და გამოხედვაც მკაცრი აქვს, ისეთი, როგორიც ჭეშმარიტ მთის შვილს შეშვენის...
მისი უცნაური იუმორი დედამიწელებისთვის გაუგებარია, ზოგჯერ....
მას შატლი ჰყავს და სხვადასხვა პლანეტებზე დაბორიალობს ხოლმე.
ძაან ბევრს უწვავდა და ამასწინად, ბოლო თაობის გაზზე გადაუყვანა, ჩემმა ნაცნობმა ისანში....
როცა სასტავში ბაბუ "იჩითება", მოწყენილობა გუდა-ნაბადს იკრავს, პიურეს ხარშავს და ფანჯრიდან ძვრება.
მუსიკა უყვარს...
ეს სიტყვა (სიყვარული) ისეთი ჩამოფასებულია ჩვენს დროში, ალბათ რაიმე მისი შემცვლელი და ზე აღმატებული ხარისხის უნდა გამოვიგონოთ, თორემ, მისი გამოყენებისას არასრულფასოვნების კომპლექსი მეუფლება და საკუთარ თვალშივე ვმდაბლდები....
განზრახული აქვს მთელ უსათაუროს დააწყებინოს გიტარაზე დაკვრა....
მგონი მისიას ჯერ-ჯერობით წარმატებით უძღვება რადგან კარგი მოსწავლეები ვყავართ. ერთი ზარმაცი გამონაკლისის გარდა, რომლის გიტარაც გავიგდეთ და უკვე ყველამ ვუფათურეთ ხელები.
ნამუსი ავხადეთ.
ბაბუ ვერ იტანს როდესაც გოგო , მანდილოსნისთვის შეუფერებელ ტერმინებს იყენებს, როგორებიცაა მაგალითად #####, ###, ###### და მისთანანი. თუ შემთხვევით წამოგცდება, ისეთ მზერას გესვრის თავისი აბრიალებული თვალებით, რომ გირჩევნია, მიწა გასკდეს, ჯოჯოხეთის მოციქულები ამოვიდნენ სამკაპით ხელში და შიგ ჩაგათრიონ....
ერთი სიამოვნებაა როდესაც მისი რაგბის თამაშს ესწრები და სულელივით ყვირი:
"მიდი გოჩააააააააა"...
"მოკალი"...
"შეჭამე"...
"გაღრღენი"....
"გოჩაააააააააააა".....
ამ დროს მტელ მოედანზე ჩნდება ფრიად ლოგიკური კითხვა, თუ ვინ არის გოჩა? ეს არავინ იცის, იმიტომ რომ მას გოჩა არ ჰქვია...
უბრალოდ ფისომ და ბლუმჩიკამ გადაწყვიტეს რომ ეს სახელი სწორედ მისთვისაა ზედგამოჭრილი.
ყოველშემთხვევაში იმ შემთხვევამდე, სანამ "ნიჭიერში" არ გამოჩნდა ვიღაც ქალი, რომელიც სინამდვილეში გოჩა აღმოჩნდა....
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ცდილობენ ფისო და ბლუმჩიკა ეს სიტყვა ლექსიკონიდან ამოაგდონ, ან ბაბუს მიმართ მაინც არ გამოიყენონ... რადგან ეს მას აკნინებს. ბოლო ბოლო კაცს, თვით ვაჟა-ფშაველას სახელი ჰქვია და მასთან, ვინ ჩემი კლანჭებია გოჩა?
სამწუხაროდ , ბაბუს იაღლიში მოუვიდა ერთ-ერთ თამაშზე და ცოტა ხნით რაგბის მოედნიდან სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, მაგრამ ამასაც ეშველება...
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხდება სანტას ქუდი....
მითუმეტეს, თუ თავად მისმა საუკეთესო, უზარმაცესმა მოსწავლემ მოარგო თავზე....
დარწმუნებული ვარ ოდესმე ჩვენგან, მისი მოსწავლეებისგან რამე გამოვა....
ჯერ ჯერობით კი, ფისო მხოლოდ ერთ მელოდიას უკრავს თავის გიტარაზე, რომელსაც ერთადერთი ნეილონის სიმი აქვს, ისიც არასწორ ადგილზე დამაგრებული... თუმცა, ეს ხელს არ უშლის მელოდიის გენიალურად დასაკრავად, ბოლოს და ბოლოს ფისოს თავისი ერთადერთი ცივი იარაღი, კლანჭები ხომ სწორედ გიტარაზე დაკვრის აღტკინებულმა სურვილმა დაათმობინა?
ფისო არ დანებდება....
ბაბუ მას ნამდვილად ასწავლის გიტარასთან მოპყრობას, ისე რომ საბრალო საკრავს ნამუსი არ ახადოს....
მეზობლები არ შეაწუხოს...
მეგობრები არ გააგიჟოს...
და საილერის ბოროტ მზერაში (რომელიც მიანიშნებს სიტყვებზე "ახლა მაგ გიტარას თავში გირტყამ") , ცოტაოდენი სითბო ჩაღვაროს.
დრო მოვა და იტყვიან, "მიდი ფისო შეუბერე"!
და ფისოც დაიწყებს "ტრულაილას ფული რათ უნდააააააააააა " ....
და ეს სწორედაც რომ ამ უნიკალური მთის შვილის დამსახურება იქნება, რომელიც არ მახსოვს რომელ წელს დაიბადა, თუმცა
DaTvlas_(ისევ )
vin_gTxovs!
This post has been edited by მადამ ფისუნია on 26 Dec 2015, 22:15