შევწვი , მოვხარშე, მოვხრაკე, მიმეწვა მაგრამ მაინც ჩემია
...გაზაფხული იყო და მეც ახალ სახლში სულ ახალი გადასული ვიყავი.
ეზო ძალიან მომეწონა და მივხვდი რომ ეზოსაც მოვწონდი მე...
მოკლედ, ეზოს საქმეებმა ჩამითრია...
მე კი არც თოხი მქონდა არც ბარი და არც რაიმე მიწის საჩიჩქნად გამოსადები ნივთი.
გადავწყვიტე ყველაფერი მეყიდა და სახლთან ახლოს მდებარე მცენარეთა დაცვის და მოვლის მაღაზიაში შევიარე.
მოკლე კაბა...
მაღალი ქუსლები...
დეკოლტე...
სისხლისფერი პომადა...
და უსაშველოდ გრძელი, ჭეშმარიტ კატური კლანჭები, ზედ მოთხუპნული წითელი ლაქით...
-დამარჯობათ,-მივესალმე გამყიდველს და მანაც ყბა ჩამოგდებულმა მისალმების ნიშნად თავი დამიკრა.
ავიღე ბარი, თოხი, სასუქიანი მიწის რამდენიმე შეკვრა, პატარა ქოთნები თესლების გამოსაყვანად, სხვადასხვა ყვავილის თესლი, ასევე ბოსტნეულისაც და ხილის...
-რამდენი უნდა მოგართვათ?-ვკითხე და გაშეშებულ გამყიდველს ლურჯ თვალებში ჩავაცივდი...
-მეხუმრებით?-მკითხა მან და დოინჯი შემოირტყა. თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და ისეთივე სულელური გამომეტყველება მივიღე როგორიც მას ჰქონდა როდესაც მაღაზიაში შევედი. ალბათ მიხვდა რომ ენა ჩამივარდა და თვითონვე განაგრძო:
-მაგხელა ფრჩხილებით?-მე გამეცინა და ვუპასუხე:
-რატომაც არა?-და ეშმაკურად გავუღიმე. მან ხელები ასწია დანებების ნიშნად და ჩეკი ამომირტყა.
სწორედ ასე შევიძინე ჩემი მეგობრის თესლი... (ამაზე ღადაობები არ გამდის

)
ჰოდა დავთესე პაწაწუნა ქოთნებში,
მოვუარე,
გავზარდე და მერე დიდ მიწაში გადავრგე....
უსაშველოდ დიდი გაიზარდა...
და ბევრიც...
ჰოდა პირველი მოსავალი შევწვი...
მერე მოვხარშე...
ერთხელ შეზარხოშებულმა დავწვი კიდეც...
მაგრამ მთვრალისთვის ყველაფერი გემრიელია და მხოლოდ მეორე დღეს მივხვდი ნახშირები რომ მიჭამია წინა დღეს, ერთი ნაჭერი დამწვარი რომ ვიპოვე მაცივარში ზუსტად მაშინ...
მერე მისგან ნამცხვრის გამოცხობაც ვისწავლე...
ისეთი კარგი გამოვიდა რომ ყოველ მეორე დღეს ვაცხობდი და გავსუქდი...
სულ მაგის ბრალია!
მიუხედავად იმისა რომ ათასჯერ მივჟეჟ-მოვჟეჟე, შევწვი, მოვხარშე, მოვხრაკე მაინც ჩემი მეგობარია და....
..... ძველებურად უყვარს კატები
გოგრა