პირველ რიგში სიზარმაცე დაძლიე და ამხელა პოსტი მთლიანად წაიკითხე და გაიაზრე

საქმე მიიყვანე იქამდე რომ ძალადობის მსხვერპლი გახდე, ოღონდ ფიზიკური ან სექსუალური არა

აი მაგალითად,
1. ჯარში წადი, მნიშვნელობა არ აქვს ყაზარმულზე იქნები თუ დაცვაში, ორივეგან მოახერხებენ დაგაძლევინონ სიზარმაცე, თვალსა და ხელს შუა შეიცვალა ჩემი ბევრი მეგობარი ჯარის მერე, საერთოდ სხვა ადამიანები არიან, ცოცხლები და შრომისუნარიანები, როცა აქამდე შუადღის 3მდე ლოგინში კოტრიალობდნენ
2. თუ რამე პროფესია გაქ რამე ვირული სამსახური ნახე მაგ პროფესიაში, თუ არ გაქ პროფესია, სტაჟიორად (ოღონდ მერე შტატში თუ მიგიღეს და 200ლარი დაგინიშნეს ხელფასი ნუ დარჩები, უთხარი წადი თქვენი დედაცთქო და წამოდი) 2 თვე გამოსაცდელი ვადის გამოვლა სრულიად საკმარისია სიზარმაცე დაგაძლევინოს და გამოგაცოცხლოს... ნუ იფიქრებ ამ დროს, რომ ვირულად გექცევიან და გიყენებენ, და იმათზე ნუ გაბრაზდები, ამ ქვეყანას მაინც ვერ გაასწორებ და ამ სისტემას ვერ შეცვლი... იფიქრე, რომ ამას შენთვის აკეთებ და შენ თავს უტარებ ტრენინგს, სადაც მისია სიზარმაცის დამარცხებაა.
ამისგან გამოცოცხლებული მეგობრებიც მყავს
3. თუ გყავს სპორტსმენი მეგობრები, რომლებიც კონკრეტულ დროს ვარჯიშობენ ან თამაშობენ სადმე, შეუერთდი სასტავს, თან ისე დაიწყე მათთან ვარჯიში, რომ საპასუხისმგებლო იყოს შენი ყოველი მისვლა, მაგალითად 5 - 5ზე რო თამაშობენ, შენი არმისვლით გამოდიოდეს რომ თამაშს ჩაუშლი და შესაბამისად შეგაწუხებს პასუხისმგებლობის გრძნობა და ივლი და ივარჯიშებ მათთან ერთად, ვარჯიში მაგრად აცოცხლებს და მოტივირებულს ხდის ადამიანს
და ამისგან გამოცოცხლებული მეგობრებიც მყავს