21-ე საუკუნის TOP 12 მეტეომოვლენა თბილისში, თარიღები:1) 2002 წლის 20-21 დეკემბერი ყველაზე ხანგრძლივი ჩვეულებრივი თოლვი თბილისში დადებით და ყველაზე მაღალი თოვლის საფარი.
ასევე 2002 წლის დეკემბერი 21-ე საუკუნეს ყველაზე თოვლიანი თვე თბილისში ყველაზე კარგი დადებით.
2) იმავე 2002 წელს ყველაზე ძლიერი შემოდგომის ჭექა-ქუხილი უდიდესი წარწვნით / სეტყვით იყო 15 ოქთომბერს ღამით. ისეთივე ძლიერი იყო რაც წელს ივნისში როცა ბეჰემოტი გმირთა მოედანზე დადიოდა ოგონდ ყველა უბანში.
3) 2003 წლის თებერვალი და მარტი ყველაზე თოვლიანი თებერვალ-მარტი თბილისში, როცა ყველაზე მეტი თოვლიანი დღე იყო და ზამთარი ყველაზე ხანგრძლივი.
4) ყველაზე მაღალი ინტენსივობა 100%-ზე კონვექთური თოვლი იყო 2005 წლის 6 თებრვალს, ჟვანიას გასვენების დღეს. მაგრამ იყო +2 და მაგრად დადო. თუმცა 1 საათი გაგრძელდა სულ. ასევე 2005 წლის თებერვლის მეორე ნახევარი დაგვამხსოვრდა როგორც ყველაზე თოვლიანი თებერვლის მეორე ნახევარი.
5) ყველაზე დიდი ზომის სეტყვა თბილისის ცენტრში იყო 2005 წლის აგვისტოში, დღე არ მახსოვს. მარა ქათმის კვერცხის ხელა იყო და ცენტრში წყალი ქუჩებში ნახევარ მეტრამდე ავიდა 1 საათით ამ სეტყვის შემდეგ.
6) თოვლის დროს ჭექა-ქუხილი თბილისში იყო მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის 17 დეკმებრს ბარბარობაზე ღამით. ამავე დროს ინტენსივობა ავიდა 100%-ზე და თოვდა 2 საათი -2-ზე და დადო 15 სმ საფარი. ფორუმზე პანიკა იყო. ბომბი ჩამოაგდესო რუსებმა და 1000 თემა გაიხსნა.
7) 2008 წლის იანვარში იყო ყველაზე მეტი თოვლიანი დღე უარყოფით ტემპერატურაზე და ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი ყინვები. მაგრამ თოვლი მაღალი ინტენსივობით არ გამოირჩეოდა.
8) 2009 წლის იყო ყველაზე მეტი ჭექა-ქუხილი ზაფხულში 21-ე საუკუნეში და ასევე 13 ივნისის ჭექა-ქუხილი გამოირჩევა ყველაზე ძლიერი ელექთოაქტივობით და მაშტაბური სეტყვით, ხოლო 14 ივნისის ჭექა-ქუხილი ყველაზე შავი და საშინელი ფორმის ღრუბელით.

9) 2010 წლის 15 მარტს ღამით იყო ყველაზე მსხვილი თოვლი თბილისში როცა ფანთელების ზომა იყო 8 სმ-მდე. ამავე საღამოს +9-ზე იყო ჭექა-ქუხილი ძლიერი და ხალხს ეგონა რომ გაზაფხული მოვიდა, მაგრამ მერე ღამით ჭექა-ქუხილი შეწყდა და მის ძლიერ წვიმას თოვლი ჩაანაცვლა დიდი ფანტელებით და +1,5-მდე ჩამოვარა. ქალაქში ვერ დადო რადგან წვიმის მერე იყო ძალიან სისველე. მარა მთაწმინდა გადაათეთრა.
ფორუმზე პანიკა იყო რომ ბუნება სულ გამოსლევდა.

ასევე დენის პრობლემა იყო უამინდობის გამო. და დაჟე ეს ლინქი დარჩა.
http://scrapetv.com/News/News%20Pages/Ever...ml#.VqauC9SLTGg10) 2012 წლის 12 მაისი დაგვამახსვრდა უძლიერესი ჭექა-ქუხილით წარღვნით და ორთოჭალაში 3 ადამიანი დაიღუპა. ასევე 2012 წელს იყო ყველაზე ხანგრძლივი ჭექა-ქუხილების სეზონი რომელიც მორჩა ოქთომბრის ბოლო რიცვებში და მას ეგრევე 7 ნოემბერს ნაადრევი თოვლის სეზონი ჩაანაცვლა. შემოდგომის ჟინჟღვლა წვიმები საერთოდ არ ოყო.
11) 2013 წლის თებერვლის დასაწყისის დაგვამახსოვრდა ძალიან კარგი დადებით და ძლერი ყინვებით. ცენტრალურ უბნებში ციგებით სრიალებდა ხალხი.
12) 2015 წლის 13 ივნისი საღამო უძლიერესი ჭექა-ქუხილი წარღვნა, წყალდიდობა ვერაზე და უამრავი მსხვერპლი და თბილის ზოოპარკის განადგურება.
Werner Voss რამე გაგახსენდა მაქედან, ბოლო მოვლების გარდა რა თქმა უნდა.
აბა ვის რა გაახსენდა ხალხნო? This post has been edited by nesge on 26 Jan 2016, 03:55
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)