ზაფხულში უნდა შეამოწმო პირველ რიგში ჭექა-ქუხილების რადარი, რომელიც 2015 წლიდან სამწუყაროდ მიუწვდომელია უკვე.
ასევე უნდა შეამოწმო ქარების რუკაზე 500 hPa. მანდ არის ქარი რომელიც ატარებს ჭექა-ქუხილის ღრუბელს. ნუ ასევე CAPE და Li (Lifed Indexi)
13 ივნის ლისის ტბაზე ვიყავი მზესუმზირას party-ზე. შემოწმებით არ შემომიწვებია არაფერია და არ ვიცოდი რომ საღამოსკენ T.850-ი ცოტა დაიკლებს და CAPE მოშნად მოიმატებს. მარა ერთი ის ვიცოდი რომ სიმაღლეებზე ქარების მიმართულება ძალიან არეული იყო. რაც ხელს შეუწყობდა ძლიერ ჭექა-ქუხილს. მაგრამ ეს ჭექა-ქუხილი პროგნოზებში იყო მცხეთისკენ, მარა მოვიდა ჩვენთან.

ხოდა მაგ დროს ლისის ტბაზე ვცეკვავდი ღია ცის ქვეშ party-ზე და ფოტოაპარატი მქონდა წამოღებული,მეთქი დაღამდება მცხეთისკენ ელვები გამოჩნდება და გადავუღებ. იქედან ტბის მეორე ნაპირის ფონზე გამოჩნდება თქო და მაგარი სურათები გამოვა. მარა ცაზე ქარის მიმართულობები ძალიან არეული იყო და რატომღაც ქალაქისკენ რომ დაიწყო ელვები უკვე ძალიან გამიკვირდა. და მერე რომ დავინახე რომ ღრუბელი საკმაოდ ქვემოთ არის დაშვებული და ყველა სიმაღლეზე საკმაოდ ტენიანი ჰაერია და ხილვადობა ძალიან ფუჩდება. უკვე წაღმოვიდგინე რომ სიმაღლეშიც ძალიან გიჟი იქნება

ხოდა ვეცადე 2 სურათი გადამეღო ნაპირზე, და როგორც კი გადავიღე ძალიან გიჟი წვიმა დაუშვა, ეგრევე დავბრუნდი party-ს ტერიტორიაზე სადაც შემოღობილი იყო და ქონდათ წვიმისგან დამცავი დიდი პარკი ჩამოკიდბეული სიმაღლეზე 2,5 მეტრი. ხოდა იმ პარკის ქვეშ ხალხი ძლივს დაეტია, კი იყო საკმაოდ დიდი, მარა წყალი ძალიან სწრაფად გროვდებოდა. ხოდა მივხდი რომ ჩამოინგრევა ერთ დროს და გავიქეცი DJ სცენაზე. 1 საათი კი გაქაჩა ეს პარკი სანამ ხალხი ჯოხით ურტყავდა იმ ადგილებში სადაც წყალია, მარა მერე მაინც ვერ გაუძლო და ჩამოვარდა.
ხოდა მერე იმ ტერიტორიაზე წყალი დაგროვდა და მუხლამდე იყო, მაგრამ სცენა მაღლა იყო და გადაფარული და მანდ კიდე ვეტეოდი. მახსოვს არაყი დამალევინეს რომ გავთბე. და მერე ღამის 4-ის ნახევარი რომ გახდა და წვიმამ გადაიღო. ფეხსაცმელი ჩანთაში ჩავდე, ჯინსები ავწიე მუხლების ზემოთ და დავეშვი იმ წყალში. ტაქსი ვერ ამოდიოდა ვერაფერი და კიდევ კარგი ვიღაცეებმა ჩამიყვანეს მანქანით დელისის მეტრომდე.
ეს 2 ვიდეო სცენიდან გადავიღე:
პირველზე კიდევ ის პარკი არის.
მარა მეორეზე უკვე აღარ
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)