ბავშობაში ალბათ ყველას გვყოლია ერთი ან რამოდენიმე ნაბოზვარი მეზობელი , რომელიც შეიძლება სინამდვილეში სულაც არ ყოფილიყო ნაბოზვარი მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ მასეთად დარჩენილა , ნათელში იყოს საწყალი .
ამ ზემოთხსენებულ მეზობელს ასე ღია ბალკონივით ქონდა , სადაც უგემრიელესი ყურძენი მოყავდა ხოლმე და შეგეძლო ისე უხმაუროდ ასულიყავი ვერაფერიც ვერ გაეგო , ერთი თუ დააკვირდებოდა მტევნებს და ისე გაიგებდა ვინმემ მოწყვიტა თუ არაო , ესეც იმიტომ რომ ზემოთ ვახსენე რანაირი კაციც იყო

ხოოდა მოკლედ ავძვერი ტელეფონის ძველი ხის სტოლბები რო იყო საფეხბურებით , გამომპალი , ქანაობდა რომ ადიოდი , გავრისკე და ავედი , ვიცოდი სახლში არ იყო და ქვემოთ სხვა ბავშვები დადგნენ რომ დაეძახათ თუ დაინახავდნენ თან ზემოდან ვუყრიდი პირდაპირ მტევნებს , გამწარებული ვგლეჯ ამ მტევნებს კბილებით ყველაფრით და მოკლედ დაიძახეს იმ ნაბოზვრის ( აქ თავი ვეღარ შევიკავე ) სახელი , უკვე ისეთი სიტუაცია იყო რომ რომც არ ჩამოვსულიყავი ისედაც ყველაფერი ნათელი იყო , შორიდანაც ჩანდა ვიღაც რომ იპარავადა მის ყურძენს , გადავედი ამ სტოლბაზე ვჩქარობ და ერთი ფლოსტი არ გაიჭედა ამ საფეხურებზე , ვიფიქრე სხვა გზა აღარ მაქვს , ბარემ გადავხტები და თან გავიყოლებ ამ დედა#####ულ ფლოსტსმეთქი და ამ გადახტომის პერიოდში ფეხი გამომედო საფეხურზე და პირდაპირ ტელეფონის ჭები რო იყო მაგაზე დავეცი მაჯით , ეხლაც მახსოვს ის სიმწარე რაც მაშინ განვიცადე , ახლოსაც არ მოსულა ამბის გასაგებად რამე ხომ არ მიჭირდა , ალბათ გაუხარდა კიდეც და ისე შეუხვია თავის სახლისკენ

გადავრჩი რომ საფეთქელი არ დავასხი იმ რკინის სახურავს , მაგრამ ფსიქოლოგიურად მომკლა იმ მეზობლის გამოჩენამ

მას შემდეგ ვერასოდეს ვაპატიე
This post has been edited by :tan: on 9 Jan 2016, 19:24