მანდ იცი როგორაა ? იამაზე კი აიყვან და ნადებსაც მოაშორებ მაგრამ თუ იაფად გინდა გამოხვიდე მაინც ლამინატს გირჩევ
ლამინატს აგებენ როგორც ბინებში და კერძო სახლებში , ასევე საზოგადოებრივ შენობებში. ამ მასალის უპირატესობებიდან ერთერთი მისი დაგების სიმარტივეა. შეიძლება ითქვას რომ ლამინატის დაგებას გაუმკლავდება გამოუცდელი ადამიანიც კი.
მთავარი მოთხოვნა ლამინატის კარგად დასაგებათ, არის იდეალურათ სწორი იატაკი . უსწორმასწორო ზედაპირი გამოიწვევს რომ ლამინატზე ზედაპირზე დატვირთვა იქნება არათანაბარი. რაც დასრულდება იმით რომ დაფები ამოვარდება ეგრეთ წოდებული “საკეტებიდან” და მოხდება დასშლა.
ძველი ხის იატაკის არსებობის შემთხვევაში , პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ მის ჰორიზონტალურ სისწორეში. ამისთვის როგორც წესი იყენებენ თარაზოს. დასაშვებია 2 მეტრ მანძილზე 2-3 მმ სიმაღლის ცდომილებები. თუ ცდომილება დაშვებულზე უფრო მეტია , იატაკს ზედაპირს ასწორებენ შესაბამისი ხელსაწყოებით.
გარდა ამისა უნდა შემოწმდეს ზედაპირის სიმყარე . თუ ფიცრები იდრეკება ადამინის სიმძიმის ზეგავლენით. უნდა მხდეს მათი შეცვლა ან გამაგრება.
2. თუ ლამინატი იგება ბეტონის ზედაპირზე, მისი ჰორიზონტალური სისწორე იუნდა გაიზომოს ისევე როგორც ხის იატაკსი შემთხვევაში. როცა სიმაღლის ცდომილება აჭარბებს დასაშვებ ნორმას , ზედაპირი ითველბა ლამინატის დაგებისთვის არავარგისიანათ. ესეთ შემთხვევაში ძველი მოჭიმული იატაკის (სტიაშკის) ზემოდან ხდება ახალი ზედაპირის მოჭიმვა. მისი სიმაღლე არ უნდა აღემადებოდეს 20 მმ -ს . ზედაპირის სისწორის შესამოწმებლათ გამოდგება თარაზო .
ქვეშსაგების და გიფროიზოლაციის დაგება ხდება ასე:
1. ლამინატის დაგებამდე იატაკზე უნდა დაეფინოს გიდროიზოლაციის ფენა . ამ მიზნისთვის ხშირათ იყენებენ პოლიეთილენს, თუმცა შეიძლება გამოყენებუ იქნეს ლენტური ჰიდროსაიზოლაციო მატერიალი. ლენტის ზედაპირს აფენენ იატაკის სრულ ფართზე, 20 სმ -ის კედელზე გადასვლით. გადაბმების ადგილებში ლენტები ერთმანეთზე სკოჩით ებმევა. ამ ყველაფრის ზემოდან უკვე ლამინატის საფენი ეგება.
2. საფენის დანიშნულებას ასრულებს პოლიეთილენის ნაჭრები. მისი დაგება ლენტების ანალოგიურათ ხდება და მათი ერთმანეთზე სკოჩით დაკავშირებაც.
3. ლამინატის დაგების ტექნოლოგის მიხედვით, ძირითად მატერიალს სჭირდება ადაპტაცია იმ გარემოსთან სადაც უნდა დაეგოს. საკმარისია მისი ამ გარემოში რამოდენიმე დღით დატოვება . იგი ეჩვევა ტენიანობას და ტემპერატურას .
4. იმისათვის რომ პროცესი უფრო ჩქარა წარიმართოს უნდა მოიმარაგოთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი.
ინსტრუმენტები რომლებიც საჭიროა ლამინატის დასაგებათ.
დაგჭირდებათ:
ფანქარი
ელექტრო ხერხი ან უბრალო ხერხი
მზომი (რულეტკა)
ჩაქუჩი (რეზინის თავით)
ხის პლანკა (სიგრძით 15-20 სმ) ლამინატის პანელების მისაჭიმათ.
და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ელექტრო ხერხი თქვენს სამუშაოს გაცილებით გაამარტივებს
This post has been edited by beqashelo on 6 Jan 2016, 00:59