ძვირფასო, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ნაციონალიზმი და ისიც კარგად ვიცით "დიდი დოზით" რაშიც გადაიზარდა წარსულში...
ვიცნობ ამ დაჯგუფების რამდენიმე წევრს და იქიდან გამომდინარე ვამბობ, რასაც ეს ხალხი მუსირებს და რასაც გაჰყვირის, თორემ მე კი არ გამომიგონია და ჩემს ენაზე კია რ გადამითარგმნია.
კატასტროფული რასისტები არიან - "ზანგების/ჩინელების დედა###### როგორ უნდა გააბლატაო საქართველოში?" (რაღაც ვერ ვხედავ ბლატაობდნენ... თავისი შრომით თუ რაღაცას აკეთებენ და შენს ქვეყანას, მინჯღრეულს თანაც რაღაცას უკეთებენ ცუდები არიან? მითუმეტეს კარგად ვიცით როგორი ზარმაცებიც ვართ ქართველები, ჩვენს საქმეს აკეთებენ , ქალაქს რაღაცას ჰმატებენ და შრომობენ მუხლჩაუხრელად... "ამდენი ქართველი რომ დაუსაქმებელია?" როგორ უნდა დაასაქმო ადამიანი ვინც მთელი ცხოვრება ბირჟაზე ან უბრალოდ უსაქმურად გაატარა და ცემენტის მოზელის უნარიც კი არ გააჩნია?)
სასოწარკვეთილი ჰომოფობია- "მაგათი დედა###### ქართველი კაცი პიდარასტი როგორ უნდა იყოს, ხო მიბაძავენ მერე ახალი თაობები? მაგათთვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი?" (არ მესმის როგორ უნდა მიბაძონ, მაგრამ ამას აღარ განვავრცობ, შორს წავალ. პ.ს. დავითი ქვეყნისთვის იბრძოდა და არა კონკრეტული პირებისთვის)
არის კიდევ რაღაც უტოპიური გამონათქვამები , რომლებიც მსმენია მაგათი აქციებიდან და ბლა ბლა ბლა...
თუ სამშობლო გიყვარს და ნაციონალისტი ხარ შეგიძლია ქუჩა-ქუჩა ყიალის მაგივრად რაღაც ღირებული შექმნა რომ სამშობლოს დაუტოვო, მომავალ თაობას დაუტოვო და სიყვარული ჩანერგო ზიზღისა და ფობიის ნაცვლად...
მე ესე მესმის...
და არა ისე როგორც ჰიტლერს, რომელსაც სუფთა სისხლის შექმნა სწყუროდა და ამისთვის გაჟლიტა ყველა სნეული, დავრდომილი, ებრაელი თუ უბრალოდ განსხვავებული....
არც სტალინმა დააკლო და ერთიმეორის მიყოლებით ერუდირებულ ხალხს ბოლო მოუღო რომ მარტივად ემართა ბრბო.
ბრბოს ფსიქოლოგიის ჩანერგვას ადამიანებში სჯობს აზროვნების უნარი დავნერგოთ, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი, ჰუმანურობა, სიცოცხლის და ცოცხალი არსებების პატივისცემა და სიყვარული, სისუფთავე....
ქალაქი ერთ დიდ სანაგვეს ჰგავს...
ახალი ნაგვის დაყრის მაგივრად იქნებ დაყრილი ავხიკოთ და ახლის დაყრას გადავეჩვიოთ?
"მარტო მე ხო არ ვყრი? მარტო ჩემი დაგდებული ნაგავი ხო არ ყრია?"
პრიმიტიული აზროვნება!
ყველა ამას ამბობს და მერე კი ხედავთ რას ჰგავს ქუჩები...
მხოლოდ ფიზიკურ სიბინძურეს რომ შევეშვათ მორალურ საღორეში ვცხოვრობთ...
და უარეს საღორეთ ვაქცევთ ღვარძლით და ბოღმით...
ნაციონალიზმი ისეთი იდეოლოგიაა, რომელსაც ფრთხილი და სათუთი მოპყრობა სჭირდება, მავანის ხელში სახიფათო იარაღად შეიძლება იქცეს...
ილია ჭავჭავაძეც ნაციონალისტი იყო, მაგრამ ქუჩაში აქციების და მსვლელობების მოწყობის ნაცვლად თავისი ქვეყნის შვილების განათლებაზე ზრუნავდა, მათი აზროვნების ჩამოყალიბებაზე და არა სიძულვილის ჩანერგვაზე, სხვათაშორის უცხოელებთანაც მეგობრობდა და სათავისოდ იყენებდა მათ ცოდნას, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურა გაეზიარებინა სხვა ერებისთვის....