ვაგრძელებ გაკვეთილებს:
ქურდულის ისტორია:
ძველი ფარმაციის ქურდები და ახალი ფარმაციის ქურდები:
რთულია სიზუსტეებს ჩაწვდე მაგრმ ვარაუდი არსებობს იმის თუ საიდან წამოვიდა ქურდული და კანონიერი ქურდები..
მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდა ასეთი კრიმინალური სუბკულტურა. რომელშიც შედიოდა ქუჩის ბიჭები და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სუბკულტურამ დაიწესა თავისთვის კანონები. არასოდეს არ მოვიყვან ცოლს, არ მოვპარავ ჩემი სუბკულტურიდან ხალხს, არ მექნება საკუთრება(სახლი), არ ჩავერევი პოლიტიკაში, არ ვიმუშავებ და ყოველთვის მოვიპარავ და ა.შ... (ბიჯო როგორ შეიქმნა არავინ მკითხოს. როგორ შეიქმნა ისეთი სუბკულტურები, როგორიც არის გოთები, ემოები და ა.შ. როგორღაც შეიქმნა რა. შეიქრიბენ ერთნაერი ხალხი და შეიქმნა რა...)
კაროჩე მე არ მიკვირს რატომ არ მოყავდენ ცოლები. აი ასობნიაკები(ნახევარზე მეტი ცხოვრება რო ციხეში აქვს გატარებული) რუსეთში, მასეთი ხალხი დიდი ზიზღით არიან განწყობილი მდედრობითი სქესის მიმართ.. აბა რა იქნება?! მთელი ცხოვრება ციხეში ზის და რომელი გოგო დაელოდება მასეთს?! ან პერედაჩები უგზავნოს სანამ ის ციხეში ზის?! რათქმაუნდა ფეხებზე დაიკიდებს ქალი.... ესეც გამოვა ციხიდან, ნახავს ვიღაც ლოთ ქალს, იცხოვრებენ ერთად, 1 წელში დაბრუნდება ციხეში და არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული...
თან ამ კანონით ვალდებულებებს არ იკისრებენ რა. ცოლი და შვილი შენი სისუსტეა. ანუ ადვილად გატყდები კაცი ცოლ, შვილის გამო... (შეიძლება ეს მიზეზიც არის თუ რატომ არ მოჰყავთ ცოლები..)
იტოგში როგორც ამბობენ, მაგრამ ეს არ არის ფაქტი. ბევრი არ ეთანხმება ალბათ ამას, მაგრამ სტალინმა იცოდა ამ ძლიერი სუბკულტურის არსებობის შესახებ და 1930 წელს ბრძანება გასცა, რომ ციხეებში ამ სუბკულტურასთან თანხმობა შექმნილიყო. ანუ წესრიგი დაეცვათ ამ ბლატნოებს ზონაზე და ხალხს შორის და პალაჟენია მოეყვანათ. სამაგიეროდ კი არავინ დააძალებდა მუშაობას. გადაადგილებაც შეეძლო ციხეში უპრობლემოდ...
კაროჩე სტალინმა იცოდა, რომ ამ ხალხის ცხოვრებისეულ კანონებში შედის არ ჩარევა პოლიტიკაში და ეს აწყობდა სტალინს. ანუ პოლიტიკური პატიმრები და ქურდები არ შეეკვრებოდენ ერთმანეთს და ერთად მის წინააღმდეგ არ წამოვიდოდენ.. ქურდები ბლატაობდენ ციხეებში. ახალი ვინმე თუ შემოვიდოდა და იტყოდა, რომ თქვენი სუბკულტურიდან ვარო, პრაპისკა უნდა გაეარა ქურდებთან. იმ ქურდებთან უნდა გაეარა პრაპისკა რომლებისც იმ ციხეში იჯდენ. პრაპისკა ანუ გასაუბრება უნდა გაეარა.. გასაუბრების მერე ჯერ უბრალოდ ბლატნოი იყო და ქურდები შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებდენ გასაუბრებიდან სვაბოდიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, არის ქურდი თუ არა... იტოგში აქედან წამოვიდა ის კაონი, რომ დასაწყისში ქურდად მონათვლა, მხოლოდ ციხეში შეიძლებოდა... (ანუ ამ სუბკულტურიდან ადამიანი რომელიც ციხეში ხვდებოდა, ქურდად ინათვლებოდა გარკვეული დროის განმავლობაში.)
შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და პატიმრებს შესთავაზეს ომში წასვლა და თავისი დანაშაულის გამოსწორება. ბევრი ქურდი წავიდა ომში... ეს კი არ შეიძლება ქურდული კანონებით. იტოგში როდესაც დამთავრდა ობმი. ამ ქურდებმა კი რაღაც დააშავეს და ისევ მოხვდენ ციხეში, იმ ქურდებთან სტიჩკა მოუვიდათ, რომლებიც არ წავიდნენ ომში. კაროჩე ქურდები ბოზებს ეძახოდნენ იმ ქურდებს, რომლებიც ომშI წავიდნენ. და ამ ომს დაერქვა "ბოზებთან ომი". სასტიკად კლავდენ ერთმანეთს, სადმე ერთად თუ მოხვდებოდნენ. ძალიან ბევრი პატიმარი მოკვდა მაგ ომში და ბოლოს ხელისუფლებამ იმ მონსტრის განადგურება მოისურვა, რომელიც თავად შექმნა... ქურდული სამყაროს მოსპობა მოისურვა. შექმნა ციხე. ციხეს ერქვა "თეთრი გედი", "ბელი ლებედ" ხო და გაუშვენ ყველა ქურდები იმ ციხხეში რადგან გატეხონ ქურდები რა... 1950 წელში გამოაცხადეს, რომ ქურდულ სამყარო მოათავსეს მთლად "თეთრ გედში" და ამოძირკვულია უკვეო. ბოლო ძველი ფარმაციის ქურდი, რომელიც მოკვლეს თეთრ გედში, იყო ქურდი "ვასია ბრილიანტი". რათქმაუნდა ისინი ამბობენ, რომ ვასია ბრილიანტმა თავი ჩამოიხრჩოო, მაგრამ არავის არ ჯერავს. ქურდს არ აქვს თავის მოკვლის უფლება. კანონია მაგათი...
კაროჩე თითქოს ძირფესვიანად მოკვლეს ყველა ქურდი, მაგრამ ეს ტყუილი ყოფილა. ქურდები ჯერკიდევ იყვნენ და სხადნიაკებს(შეკრებებს) აკეთებდენ ქურდები ერთმანეთში. ცოტა ცვლილებები შეიტანეს საკუთარ კანონებში. უკვე ასე მარტივი აღარ იყოს ქურდად მონათვლაო. ჯერ უნდა დაიმსახუროს ქურდად მონათვლაო და იტოგში. ცოლის მოყვანის უფლება მისცეს საკუთარ თავს. იტოგში პატარა რაღაც ცვლილებები მოხვდა და წამოვიდნენ ახალი ფარმაციის ქურდები...
აი მაგ დროს იყო ხალხი, რომლებსაც პადპოლნი ბიზნესები ქონდა. ანუ უკანონო რა... ქურდები ადგებოდენ ამ ხალხს და წილს თხოვდენ. ეს ხალხი ვერც პოლიციას მიმართავდა, რადგან მისი ბიზნესი უკანონო იყო. ვერც ქურდებს ეუბნეოდა ვერაფერს და ვალდებული იყო გაეყოთ ქურდებზე ფული... აქედან წამოვიდა ბიზნესების დაკრიშვა... ანუ თითქოს მფარველობდენ შემდეგ ამ ხალხს. ვინმე სხვა ვეღარ ეხებოდა... იტოგში 1960 წელს უკვე წამოყენ თავი ქურდებმა ზევით...
მაგრამ ასევე წარმოიქმა ისეთი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც არანაერი კავშირი არ ქონდათ ქურდულთან, მაგრამ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვეს დოლია. ბანდიტებზე მაქვს საუბარი... კაროჩე ამ ბიზნესმენმა ქურდებს მიმართა. ე რა ხდებაო.,. ხო გიხდი შენ ფულსო. წავიდა ქურდებსა და ბანდიტებს შორის ომი მერე, მაგრამ ქურდებს მოუწიათ ჩაჩოჩება ამ ამბავში და იყოფდენ ბანდიტები და ქურდები ამ თანხას რა... უცებ დამთავრდა მაგათი შეტაკება. იტოგში მაგრამ ციხე ქურდებისაა. იქ ბანდიტები ვერ ბლატაობენ. ხდება ხოლმე ბანდიტებსა და ქურდებს შორის შეტაკება ახლაც, მაგრამ საქართველოში არ ხდებოდა. საქართველოში მთლიანად ქურდებს ქონდათ დაბყრობილი ყველაფერი... სანამ მიშა მოვიდოდა რათქმაუნდა...
ჰუჰ.... ეს რამდენი ვწერე..
This post has been edited by გალე on 14 Jan 2016, 13:47
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.