ეგეთი ამოცანები ეხება, სიმრავლეებს.
ანუ გაქვს ქვეწარმავლები, გონიერი არსებებები და ა.შ. ანუ რაღაც ჯგუფები.
ხოდა მაგ ამოცამებში ხდება იმის გარკვევა, ვისი ჯგუფი ვისაშია.
წარმოსადგენად, ყველაზე მარტივი გზაა, ვენის დიაგრამები, ანუ წრეები
https://en.wikipedia.org/wiki/Venn_diagramპირველად წარმოადგინე ყველა ჯგუფი, რაც მოცემული გაქვს

მერე პირობის მიხედვით, დაალაგე, რომელი რომელშია.
ყველა ქვეწარმავალი გონიერია, ეს ნიშნავს რომ ქვეწარმავლების წრე, მთლიანად ეკუთვნის გონიერთა წრეს
ანუ, გეომეტრიულად, ქვეწარმავლათა ყველა წერტილი, რომელიც არ უნდა აიღო, ავტომატურად იქნება გონიერთა წერტილიც.

მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ემთხვევა წრეების ზომები, რადგან პირობაში არ გვეუბნებიან, აუცილებად ტოლიაო.
ამიტომ, გონიერთა წრე დიდია, რადგან ქვეწარმავლების გარდა, კიდევ უამრავ წერტილს შეიძლება შეიცავდეს, არა-ქვეწარმავლებისაც......
ხოლო, მეორე პირობის მიხედვით, ყველა გონიერი ნახულობს სიზმრებს.
აქაც, იმავე პრინციპით, მთლიანად გონიერები მოთავსდება ვინც სიზრებრებს ნახულობს, იმათ წრეში და აქაც ადგილი რჩება, არა-გონიერთათვის....

ამათ მიხედვით გაუყვები.
ა)-ს შემთხვევაში, აუცილებლად ვერ იტყვი.
იმიტომ, რომ თუ არსება სიზმარს ნახულობს, ის შეიძლება ქვეწარმავლების წრეშიც იყოს, ან მის გარეთ.
ანუ, ა) პასუხი შეიძლება მცდარი იყოს (შესაბამისად ესაა სწორი ვარიანტი).
ბ) აუცილებლად სწორია, იმიტომ რომ ქვეწარმავლების წრეში რომელი წერტილიც არ უნდა აიღო, ავტომატურად სიზმრების წრეს ეკუთვნის.
გ) აუცილებლად სწორია, იმიტომ რომ გონიერები მოიცავს ქვეწარმავლების წრეს და არა-ქვეწარმავლებისაც.
დ) აუცილებლად სწორია, იმიტომ რომ სიზმრების მნახველების წრეც მოიცავს ქვეწარმავების წრეს და კიდევ არა-ქვეწარმავლებსაც.
ე) ეს კი, აუცილებლად მცდარია. რადგან მხოლოდ ქვეწარმავალი ვერ იქნება.
მაშინ, ქვეწარმავლების წრე უნდა იყოს იმავე სიდიდის, რაც სიზმრების მნახველ არსებათა წრეა, რომ სხვა წერტილები, არ ეტეოდეს.
მაგრამ სიზმრების მნახველთა წრე დიდია და მასში ქვეწარმავლების გარდა, არა-ქვეწარმავლების წერტილებიც მოთავსდებიან......