Haxor1გეცოდინება ალბათ რომ კრიპტოგრაფიას დიდი კომპიუტერული რესურსი უნდა ზოგადად. ხოდა ბიტკოინის შემთხვევაში გამოიყენება public/private გასაღებები. იმისათვის რომ მომხმარებელმა დაამტკიცოს რომ ეს ფული ნამდვილად მისია, private გასაღებით აკეთებს ციფრულ ხელმოწერას (digital signature). ეგ გასაღები არსად არ საჯაროვდება, თუ დაკარგე ჩათვალე ფული დაკარგულია სამუდამოდ (ეგრე დაკარგა ერთმა ტიპმა 7500 ბიტკოინი, HDD გადააგდო

). შესაბამისად ნებისმიერი ფინანსური ჩანაწერი წარმოადგენს ჰეშს, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია.
ახლა წარმოიდგინე public ledger-ში უნდა ჩაიწეროს ყველა ბიტკოინის ტრანსფერი, რაც კი ხორციელდება. საერთოდ ყველა ტრანსფერი რომელიც ოდითანგვე მომხდარა და ხდება, აისახება მანდ. ჟორა რო ვალიას გადაურიცხავს ფულს უბრალო wallet სოფტით, რაღაცამ უნდა დათვალოს მაგათი private key ჰეშები და უნდა დაამატოს ბლოკ ჩეინში. აი ეგ პროცესია მაინინგი, მაგაში იღებ/ქმნი ვალუტას შენთვის. რადგან სისტემას ემსახურები, სისტემა გიქმნის ფულს.
ამასთან ერთად პერიოდულად კრიპტოგრაფიული ჰეში გამიზნულად რთულდება სისტემის მიერ, იმისთვის რომ ბიტკოინების ზრდა ძალიან არ ასწრაფდეს და გაუფასურება არ მოხდეს (ჰარდი ხომ უფრო და უფრო სრულყოფილდება) და უფრო მეტი გამოთვლითი ძალა უნდა. ადრე თუ კომპიუტერი რამოდენიმე ბიტკოინს დაგიჩოთქავდა თვეში, ახლა 0.1 საც ვერ გააკეთებს. ახლა უკვე სპეციალური ASIC-ებია საჭირო რომ შესაბამისი ტერაჰეში/წამში გამოთვლითი ძალა ჰქონდეს და მოგებაზე გახვიდე.
მაგალითად მეშვიდე თაობის Antminer-ს აქვს დაახლოებით 4.73TH/s გამოთვლითი სიმძლავრე. ამ დროინდელი ჰეშის სირთულით, ეგ მანქანა თვეში ~0.638 ბიტკოინს დაგიჩოთქავს, რაც დაახლოებით 247$-ია:
https://alloscomp.com/bitcoin/calculatorhttp://www.amazon.com/Antminer-S7-~4-73TH-...rds=antminer+s7ესეც ტრანზაქციის პროცესი (გამარტივებული):
This post has been edited by Distortion on 19 Jan 2016, 13:56