სამოტივაციო მასალა (ნაწყვეტია, სრული ტექსტი იხილეთ აქ:
http://txs.io/ugRb )
ქართული კრივის ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათს თავური დარტყმა წარმოადგენდა. ამის დასტურად ერთი ისტორია უნდა გავიხსენოთ, რომელიც ნ. ბერძენიშვილს აქვს გამოქვეყნებული თავის მოგონებებში. XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში (დღევანდელი Tbilisi Marriott-ი) განლაგებული იყო საქართველოს მოკავშირე ბრიტანეთის საზღვაო ძალების შოტლანდიელთა პოლკი. ერთ დღეს უსაქმობით შეწუხებულმა შოტლანდიელებმა, ალკოჰოლის საგრძნობი დოზის მიღების შემდეგ, ასეთი გასართობი მოიგონეს. სასტუმროს წინ, რუსთაველის გამზირზე დადგნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამვლელ გამომვლელის თითო დარტყმით "დანოკაუტებაში". რაც მთავარია ისინი არც მანდილოსნებს ერიდებოდნენ და მამაკაცთა დარად მუშტით უმასპინძლდებოდნენ.
გარკვეული ხნის ვარჯიშობის შემდეგ შეწუხებული მოქალაქეების ჩივილმა თბილისელი "დამრტყმელების" ყურამდეც მიაღწია და შელახული ღირსების დამცველთა ჯგუფიც დაირაზმა.
ხუთი ფალავანი, ვერელი "კურკას" მეთაურობით რუსთაველისკენ გაემართა, თანაც ერთმანეთი გააფრთხილეს, რომ მუშტი არ ეხმარათ, რაც არ უნდა იყოს "ჩვენი ქვეყნის სტუმრები და მოკავშირეები არიანო". ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ექვსმა ვერელმა "ყოჩმა" ოცდახუთი შოტლანდიელი მეზღვაური მხოლოდ თავური დარტყმების გამოყენებით ისე სცემა, რომ ორი მათგანი გარდაიცვალა, დანარჩენები კი უკლებლივ ლაზარეთში მოხვდნენ. საჩივარში, რომელიც შემდგომ გალახულმა შოტლანდიელებმა მთავარ პოლიცმაისტერს მიართვეს, ასეთი ფრაზა იყო: "მათ ჩვენს წინააღმდეგ არაჯენტლმენური ილეთები იხმარეს, თავები და იდაყვები გამოიყენესო".