1) ნებისმიერ პოსტს ფორუმზე აქვს უნიკალური კოდი
თუ ამ კოდის ბოლო ციფრი არის ან 5 ან 0, ციფრები ერთნაირია, გეწერებათ ქულა, ისე არაფერი. რაც მეტ ერთნაირ ციფრს დასვამთ, მით მეტ ქულას დაიწერთ
X0 ან X5_____5 ქ
XX ________10 ქ
XXX________20 ქ
XXXX_______30 ქ
XXXXX_____40 ქ
XXXXXX____50 ქ
XXXXXXX___60 ქ
2) ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია შექმნას საკუთარი იმპერია. აარჩიოს ფერი და სახელი. სასტარტო პოზიციები უკვე განსაზღვრულია. ყველა მოთამაშის სასტარტო პოზიციზე მდებარეობს დედაქალაქი, რომლის გადაადგილების უფლება თითოეულ მოთამაშეს აქვს მხოლოდ ერთხელ. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე განადგურებულად ჩაითვალოს, საჭიროა დედაქალაქის შემცველი უჯრის დაპყრობა.
3) იმისათვის, რომ შეძლოთ დედაქალაქზე შეტევის განხორციელება, აუცილებელია დაიკავოთ მის გარშემო არსებული ყველა უჯრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეუტევთ დედაქალაქს.
3) იმპერიის გაფართოება წარმოებს ნებისმიერი მიმართულებით, საითაც ისურვებთ. უმჯობესი იქნება თუ დასკრინავთ თქვენთვის სასურველ გაფართოების მიმართულებას. თუ არ დააფიქსირებთ პოზიციას, მაშინ ავტომატურად წრიულად გემატებათ ზონები და ნელ-ნელა ფართოვდებით
4) დაშვებულია ნებისმიერი მიმართულებით გაფართოება, მოწინააღმდეგისთვის გზის გადაკეტვა და ა.შ.
5) ცარიელი, თეთრი ზონის დაპყრობა ღირს 1 ქულა, ხოლო მოწინააღმდეგის უჯრის დაპყრობა 5 ქულა (ომის გამოცხადება მანამდე აუცილებელია, რაც ღირს 15 ქულა)
6) საზღვაო გზით სარგებლობისათვის უნდა აკონტროლებდეთ ზონას, რომელთანაც ეგ გზაა დაკავშირებული
7) "დესანტის გადასმა" არ შეიძლება
8) იმპერიის წევრების რაოდენობა არის მაქსიმუმ 2 მოთამაშე
9) ყველა მოთამაშეს შეუძლია საკუთარ უჯრაზე აღმართოს ციხესიმაგრე (რომელიც გამოისახება შავი წერტილით ამ უჯრაზე), რაც მისი დაპყრობის საფასურს გაზრდის 5 ქულიდან 20 ქულამდე
10) ის იმპერია, რომელიც თამაშს დაიწყებს და ქულების ხუთი ჩამოყრის ემრე პროსგრესი არ ექნება ან პოსტები, ავტომატურად გაუქმდება და გათეთრდება მისი ყველა ზონა
11) სანამ დაპყრობებს დაიწყებთ, საჭიროა ომის გამოცხადება მოწინააღმდეგისთვის, რაც ღირს 15 ქულა
12) შესაძლებელია დედაქალაქის შემცველ უჯრაზე დავამატოთ ერთი ციხესიმაგრეც, მის კიდევ უფრო გასამაგრებლად. 2 ციხესიმაგრის დადგმა ერთ უჯრაზე არ შეიძლება.
13)
14) ტერიტორიების გაცვლა, გაჩუქება, გაერთიანება არ შეიძლება
ამისათვის უნდა დაიპყროთ სხივისი ტერიტორია
15)
16)
17) ეს წესები საბოლოო არაა და შეიძლება გზად რაიმე ჩაემატოს ან შეიცვალოს
18) დაუშვებელია ზედიზედ პოსტვა ქულების მოსაკრებად. თუ ზედიზედ 2 პოსტი გაქვთ, ქულის დასმის შემთხვევაში მარტო პირველი პოსტის შედეგი ჩაითვლება, მეორის არა
თუ 2ზე მეტი პოსტია მიყოლებით, არცერთის ქულა არ ჩაითვლება
19)
20) ქულების დათვლა და რუკის განახლება წარმოებს ყოველ 150 პოსტში (10 სრული გვერდი) ერთხელ
21) თუ რაიმე მიზეზის გამო რუკა მაშინვე არ დაიდო, ნუ დაპანიკდებით< დაიდება რამდენიმე გვერდით გვიან, ოღონდ რუკაზე ყოველთვის 10 გვერდის შედეგებია
წესები ცოტა არეულად კი წერია და შეიძლება რამე გამომრჩა კიდეც.. ჩემი პირველი მცდელობაა, ვფიქრობ კაი გასართობი უნდა გამოვიდეს..
ესეც რუკა:

თამაშის მსურველებმა დაპოსტეთ თქვენთვის სასურველი ფერი, სასტარტო პოზიცია და იმპერიის სახელწოდება. მაქს. 9 მოთამაშე, ანუ მე და კიდევ 8