ღამეს ვათენებდი ერთხელ მშვიდად, კომპიუტერთან და შუქი ჩაქრა.
ძალიან არ მიყვარს სარკეები, განსაკუთრებით სიბნელეში.. თან ჰოლში ზუსტად ეგეთი სიტუაცია მელოდებოდა.
მინდოდა შემემოწმებინა, სხვაგანაც ჩაქრა თუ არა. აღმოჩნდა, რომ მარტო მე არ მქონდა.
უეცრად შევნიშნე, რომ ამოსაწკაპუნებელ-ჩასაწკაპუნებელით იყო შუქი გათიშული. გავგიჟდი, მარტო მე ვიყავი სახლში.
მოკლედ ჩავრთე და შევუდექი არხეინად სოც-ქსელებში და ფორუმზე მოღვაწეობას. მაგრამ, ისევ განმეორდა იგივე :@ 5ჯერ მაინც.
ყოველ ჯერზე, სარკის წინ რომ მიწევდა გავლა, შიშით ვკვდებოდი. ბოლოს რომ ჩაქრა, დავნებდი გარემოებას და უცებ ჩავძვერი ლოგინში. თან პირველი 20 წუთი ძალიან ძნელია დაძინება. ყველა ხმას აქცევ ყურადღებას, ათასი აზრი გიტრიალებს თავში, ცდილობ ბოლომდე გადაიფარო გადასაფარებელი, თითქოს რამისგან დაგიცავს და ა.შ.
მერე შიშისგან დავიღალე, დამეძინა და რომ გავიღვიძე შუქი იყო.

რაღაც ძალამ ამოაწკაპუნა.