კვახჭირი - სოფელი ქუთაისთან
ფამფალეთი - სოფელი ლანჩხუთში თუ ოზურგეთში
სამება - სოფელი ჩოხატაურში. ნუ, ეს ბიბლიურ სამებას კი უკავშირდება, მაგრამ ჩემს მეზობელს ტურმე ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა ამ სოფლის არსებობა, მაგარი ისტორია გადახდა, რადგან ეს სახელი გურულ დიალექტზე მოქცეული სად მება (სად მაბია) ეგონა

(გურულად სა მებას იტყვიან).
მერე კიდევ გამახსენდება რაღაცები.
კიდევ ერთი გამახსენდა და დავწერ ბარემ აქვე - ომფარეთი. სადღაც დასავლეთშია სოფელი. მგონი, იმერეთში.
ისე, რაჭველებსაც კაი კაიფი სახელები აქვთ - ირი, სორი, წესი, ჟაშქვა, შარდომეთი...
This post has been edited by tavadze on 3 Mar 2016, 15:59
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".