გეუბნებიან ყველაფერს რომ იცოდე არაფერი

სამწუხაროდ - ბევრზე მოქმედებს ეს მეთოდი,
შენი აზრით რატომ დაიწყეს მაინცდამაინც ბოლო წლებში ელექტრომობილების გამოშვება,
მართლა გგონია რომ 20-30 წლით ადრე არავის მოაფიქრდა ელექტროძრავის შექმნა? რა თქმა უნდა მოაფიქრდა, მაგრამ
მაშინ არავის აწყობდა ელექტროძრავების ბაზარზე გამოსვლა, რადგან ნავთობის მარაგი ბევრად დიდი იყო, მისი მოხმარების ინტენსივობა უფრო ნაკლები ვიდრე დღესაა და ასეთი პროდუქტი გარკვეულწილად ზიანს მიაყენებდა ნავთობ-ბიზნესს,
ვინაიდან ნავთობის მოხმარების - სრული არა, მაგრამ დიდი წილი სწორედ სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.
ასევე წყალბადის საწვავზე მომუშავე ძრავები, ბევრს რომ კითხო შეიძლება არც იცოდეს ამის შესახებ, მაგრამ არსებობს და ევროპის ქვეყნებში სულ უფრო და უფრო
აქტუალური ხდება და ამის მთავარი მიზეზი ვფიქრობ დამეთანხმები, რომ ეკოლოგია ნამდვილად არ არის

ეკოლოგია რომ ვინმეს ანაღვლებდეს ბევრად უფრო დიდი ხნის წინ შეიძენდა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ძრავები აქტუალობას.
ასე რომ საერთოდ არ მჭირდება სტატისტიკის ცოდნა (თუმცაღაცა ვიცი), იმის მისახვედრად, რომ მსოფლიო უკვე ემზადება ნავთობის კრიზისისთვის.
This post has been edited by Miss.Wall on 9 Mar 2016, 17:52