#47250646 · 12 Mar 2016, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარტის ერთ გიჟ და სულელ საღამოს ლორდ ჰენრი საკუთარ ოთახში ჩაკეტილიყო და სელებრითების პორნოს უყურებდა. მისი ყურადღება ყველაზე მეტად ერთმა მეტად საინტერესო ვიდეომ მიიქცია, სადაც შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც შემდგომ თანამდებობის პირი გახდა, გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე საკმაოდ კარგად ახერხებდა ასაკის ნიველირებას. ჰენრისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა იყო. საღამო ხანს მან გასეირნება გადაწყვიტა, რადგან ეთანხმებოდა გოტლიბ ფიხტეს იმაში, რომ ნძრევა აყლევებს. რამდენიმე ქუჩა, თუ უბანი გაიარა, ამ დროს უეცრად საიდანღაც ხმა მოესმა. - არაააააააააა!
ლორდ ჰენრიმ უკან მიიხედა, ვერავინ დაინახა და გზა განაგრძო.
- არ გადმოხვიდეეეეე! - უფრო ხმამაღლა გაისმა საიდანღაც.
ჰენრიმ ირგვლივ მიმოიხედა, ისევ არავინ ჩანდა.
- ბარნოვზე არ გადმოხვიდეეე - ამის თქმა და ჰენრის ნაბიჯის გადმოდგმა ერთი იყო.
ბევრი ამას პარანორმალურ მოვლენებს უკავშირებს, ზოგი ამბობს ლორდ ჰენრი ფერიებმა წაიყვანესო, ზოგმა ისიც თქვა, იგი მიწამ შთანთქაო. ერთმა, მის ნამდვილ მეგობარ, სერ სტიუარტ ერიქსონს ეცოდინება მიზეზიო, თუმცა ერიქსონმა, რომელმაც, მისი თქმით, ლატარეაში მოიგო 1 მილიონი ლარი, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ასეა თუ ისე, ლორდ ჰენრი ამ შემთხვევის შემდეგ აღარავის უნახავს, თუმცა სამართიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ძიებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბარნოვზე გადასვლას დღემდე ვერავინ ბედავს.
© Manuelo Costa
|