"მე მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები და არ მეშინია ამ შანტაჟის" - ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ჯურინალისტი უწყებაში 12 საათზე დაიბარეს. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში მისი დაბარება უკავშირდება ბოლო პერიოდში გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეო მასალას, სადაც მისი გვარიც არის ნახსენები.
როგორც ინგა გრიგოლია აცხადებს მას არ ეშინია მსგავსი შანტაჟის და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გახდეს მათი პარტნიორი, რათა დროულად მოხდეს იმ პორების უმკაცრესად დასჯა, რომლებიც ამგვარად აშანტაჟებენ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.
"მე დღეს ვარ პროკურატურის პარტნიორი და არ ვარ არაფრით ჩასაფრებულის პოზიციაზე. შევეცდები, რომ დავეხმარო პროკურატურას, თუ კი რამე შეუძლიათ მათ რომ ჩემგან მიიღონ ღირებული ინფორმაცია. მე ყველაფერზე ვარ ღიად და მზად, რადგან ვთქვი, რომ ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი, მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ რა დღეში ვარ და თურმე როგორ მემუქრებიან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო," - აცხადება ინგა გრიგოლია.
ტელე წამყვანისთვის უცნობია რა პერიოდშია გადაღებული ის ვიდეო, რომლის გავრცელებითაც მას ემუქრებიან. მისი თქმით, მას გარკვეული ინფორმაცია მეგობრისგან ქონდა, რომ 2012 წლამდეც არსებობდა მსგავსი ტიპის ვიდე მასთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალისტის თქმით, მაშინ მის მიმართ ასეთი შანტაჟი არ განხორციელებულა.
"მე მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები და არ მეშინია ამ შანტაჟის. იცით რატომ გავხსენი ეს თემა? მე რომ დღეს ხმა არ ამომეღო და შეშინებული ჩირგვებში და სახლში რომ შევმალულიყავი, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა მეცხოვრა ამ შანტაჟით. მე არ ვაპირებ ვიცხოვრო შიშით, რომ ხვალ შეიძლება რაიმე გამოაქვეყნონ. ამიტომ გამოაქვეყნონ, მე ვარ ამისთვის მზად. პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი, რასაკვირველია, არ არის სასიამოვნო. მე უკვე მეცოდინება რომელი პე3რიოდის კადრები იყო ეს, როდის ხდებოდა ჩემი ფარულად ჩაწერა და ვდებ პირობას, რომ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა, საერთაშორისო მასშტაბის სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
http://rustavi2.com/ka/news/42071ველოდებით, ველოდებით :დ