ერთი ლექტორი მყავს,რომელსაც,როგორც თვითონ ამბობს ნეიტრალური პოზიცია უჭირავს და დღეს მსგავსი რამ გააჟღერა;
პაპავა ჯავახიშვილის ორდენებს უყაითოდ არიგებს, აჯილდოვებს ლექტორებს,რომლებიც პირდაპირ არღვევენ კანონს და არც მალავენ ამ ფაქტს.
ამასთან, ზოგ ლექტორს აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უშვებს კონფერენციებსა და ტრენინგებზე, სადაც საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენაც არ შეუძლიათ,რადგან არ ფლობენ სათანადო დონეზე ინგლისურ ენას,შესაბამისად თან დაჰყვებათ თარჯიმანი,ცოლი და ა.შ.
მსგავს ფაქტებს სტუდენტებიც ვხედავთ.
დღეს, 3-მა მაღლივის ლექტორმა შიმშილობა გამოაცხადა,რომლებიც რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან (მათ შორის ერთი,რომელიც კანონს არღვევს,მაგრამ ღირსების ორდენი მაინც აქვს)
ერთადერთი, რაც შემიძლია დავაფიქსირო სუბიექტურად, ის არის,რომ სტუდენტები ზარალდებიან და სტუდენტებში ვგულისხმობ არამხოლოდ 115-ე აუდიტორიის სტუდენტებს,არამედ თვითმმართველობის ბავშვებს,რომელთაც ცალკე თვითმმართველობის შიშკები და ცალკე ლექტორები მართავენ და ბრძოლისკენ მოუწოდებენ.
დარწმუნებული ვარ,ნახევარზე მეტ პროტესტანს და რექტორის დამცველს არ აქვს სრული ინფორმაცია,თორემ ადვილად შესაძლებელია,სახლებში დაბრუნდნენ და პოლიტიკურ შეხედულებებს არ შესწირონ ჯანმრთელობა,დრო და ა.შ.
ავტონომია კიდევ, ამ ამბების შემხედვარე, ძალიან შორსაა